სრული ელექტრო რეალურად მარტო ნისან ლიფია ჯერ-ჯერობით ჩვენთან მომრავლებული, მაგრამ მე ძალიან მომეწონა ოპელ ამპერას კონცეფცია. ამერიკაში შევროლე ვოლტი ქვია (ნუ ვოლტ-ამპერი არ შეიმჩნიოთ

)
ზოგადად ჯენერალ-მოტორსის გამოცდილება ჰიბრიდულ ავტომობილებზე ძალიან არასახარბიელოა, ტოიოტა ბევრად ჯობია, მაგრამ ეს ვოლტ-ამპერა უფრო ელექტროა და ბენზინის ძრავი ფაქტიურად დამხმარედ აქვს (ჰიბრიდებისგან განსხვავებით, რომელთათვისაც ბენზინის ძრავია ძირითადი და ელექტრო დამხმარე) ანუ აკუმულატორები ჩვეულებრივად ელექტრომობილების პრინციპით იმუხტება 220 ვოლტიდან, მაგრამ დამატებით უდგას 1,4 ლიტრიანი ეკოტეკის ცნობილი ბენზინის ძრავი და მისი საშუალო ბენზინის მოხმარება 100 კილომეტრზე არის 1,2 ლიტრი!!! - ნუ გაიფიქრეთ რომ შემეშალა

არა, ასე უწერია მართლა კატალოგში და რეალურად მე არ მყოლია. თბილისში შავი ოპელი ყავს ვიღაცას ხოშარაულზე, მაღაზიის ფანჯრიდან აქვს ხოლმე დენი გამოყვანილი და ტენის ხოლმე

ვიზუალურადაც საკმაოდ ლამაზია, იავიცი-იავიცი...
http://suchen.mobile.de/fahrzeuge/details....28&pageNumber=1