Forsakenშენი გრანდი არის 1670კგ და აქვს 185ცხენი და 250ნიუტონი 4500ბრუნზე + 5 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი რაც საშუალებას აძლევს სიჩქარეები უფრო სწრაფად შეცვალოს განსხვავებით ჩემი მანქანისგან, ჩემთან 4 საფეხურიანი კოლოფია.
არარეალური ნამდვილად არ არის ეგრე რო წვავდეს, უბრალოდ ეგ ალბათ ქვედა ზღვარია ხო? ანუ მაგაზე ნაკლებს ვერ დააწვევინებ მგონი. (მე ქალაქში ვიძახი რა თქმა უნდა).
პირდაპირი შედარება რო გავაკეთოთ ამ ორ მანქანას შორის მასის და სიმძლავრის, ესეთ რამეს მივიღებთ:
გრანდი - 1 ცხენზე - 9კგ
იმპრეზა - 1 ცხენზე - 11კგ
---------------------------
გრანდი - 1ნმ-ზე - 6.72კგ
იმპრეზა - 1ნმ-ზე - 8.6კგ
შესაბამისად გრანდი მიუხედავად იმისა რომ 2.7 V6 არის და "იდეაში" 1.5 მოცულობის იმპრეზაზე მეტს უნდა წვავდეს, სინამდვილეში სულ სხვა ვითარებაა
გრანდის მონაცემები გაცილებით კარგად უმკლავდება თავის მასას და გაცილებით ნაკლები დატვირთვით მიათრევს თავის მასას.
+ რა თქმა უნდა ძრავის, გადაცემათა კოლოფის, ხიდების და სხვა მექანიკური დეტალების ურთიერთკავშირები და ტექნოლოგიური გადაწყვეტები თამაშობს დიდ როლს. მაგალითად ჩემი აზრით იშვიათად იქნება ისეთი მომენტი როდესაც ორი განსხვავებული მარკის ავტომობილს (თუ მათი დეტალები ერთი და იგივე მომწოდებლისგან არ არის), რომელთა ძრავების მოცულობა ემთხვევა დაწვან ერთნაირად.
This post has been edited by Opteron on 15 Mar 2017, 17:26