მე ვიყიდე დამატებით სარბენად გოლფ 3 1995 წლიანი 900$. კუზაო დაურტყმელი, ჯანმთელი თუმცა მცირე ნაკაწრებით და შეღუნულობით.
მთავარი გათვლა სერვისის_ნაწილების სიიაფეზე. ვფიქრობდი შემდეგ დავაგდებდი და რაიონში და საჭიროების მიხედვით გამოვიყენებდით. გაზი-ბენზინი. მეორე დღიდან დავიწყე ჭკუაზე მოყვანა

ყველა საბურავი შევუცვალე დისკებით 150 ლარი შემდეგ ვნახე რომ არცერთი ხუნდი არ ქონდა ნორმალური უკან გადავაკარი წინ ახლები 70ლ შემდეგ რუჩნიკის ტროსები გაჭედილი 2 ტროსი აქვს ორივე ტრ. 40 ლ . სახელური გაღუნული იყო 10 ლ. კონუსი ვარდებოდა ტროსი და პედალი შევცვალე პრუჟინით 50ლ .
წინა კარების საკეტები არ მუშაობდა ნორმალურად 10 -10 ლარი . უკანა ბაGაჟნიკის ამწევი ამორტიზატორები 10 -10 ლარი. წინა დაკიდების დეტალები ცაპკების გარდა 60 ლ
ყუმბარები კარგი იყო. უკანა ერთი ამორტიზატორი 30 ლ . ხო ბენზინზე არ მუშაობდა და ავამუშავე ბენზო ნასოსი კარგი იყო ეგეც30 ლარი. ტუმცა შემდეგ მოოხდა ის რისიც მეშინოდა მატორმა დაიწყო დიდ აბაროტებზე წყლის გაცხელება თუ 80 მივდიოდი არაფერი როგორც კი დავტვირთავდი მატორს იწყებდა წყლის აწევას, ადუღებამდე არ მიყავდა დავაგდებდი სიჩქარეს და დგებოდა ისევ 90გრაუსზე. ვიფიქრე თერმოსტატიაო შევცვალე 20 ლ არაფერი იგივე ქნა.
სალონის ფეჩი არ მუშაობდა გადავწყვიტე გამეკეთებინა დავაშლევინე ტორპედო , ფეჩის რადიატორი გახეთქილი გამოდგა 40 ლარი და ხელობა 50 ლ. თითქოს აღარ აცხელებდა წყალს ფეჩის ამუშავდა დაცხა. თუმცა ორ დღეში იგივე შედეგი დადგა გაცხელდა წყალი . პრაკლატკა იქნებაო გადავწყვიტე დამეშალა მატორი დაშალეს და ჯოჯოხეთი .... დახაზული ცილინდრები დამუშავებული სალნიკები და რაც მთავარია ის "რვაფეხა" გატყდა მისი ფასი 50 ლ.
აქვე დავწერ რომ მხოლოდ დაშლის შემდეგ მივხვდი რომ წყლის ადუღებაში მოწყვეტილი პომპა იყო დამნაშავე. მატორი კი ასეთ მდგომარეობაშიც გააგრძელებდა მუშაობას მხოლოდ ზეტის დამატებას მოითხოვდა ბლომად ყოველ ასეულ კილომეტრზე.
ხელოსანს დაშლამდე ვუთხარი მოვხსნათ თერმოსტატი გაუშვათ ისე იქნებ პომპაა თქო , არაო ასიანი პრაკლატკააო
გადავუხადე დაშლის თანხა და წავიყვანე სხვასთან ვისაც გერმანიიდან ჩამოტანილი მატორი ჰქონდა ამოვცვალე მთლიანდ მატორი ეგეც 400 ლარამდე დამიჯდა. შემდეგ განატებას ვერ მოვუხერხე ვერაფერ ძლიერი ნატურები დავაყენე ერთი ფარი მაინც არ ანათებდა წესიერად ეტყობა ეკრანი არ უვარგოდა ავდექი ორივე შევცვალე 40 -40 ლარად ვიშოვე ორ ნათურიანი ფარები. ესეც გამოსწოდა. რომ ვიფიქრე ფონს გავედი მეხუთე სიჩქარე დამეკარგა

გადართვისას 10 დან 8 ჯერ მესამეში ვარდებოდა. დამნაშავე ის პლასტმს ამოკრული ყელი გამოდგა რაშიც რიჩაგი დადის შევცვალე მთლიანათ სადგამიანა 30 ლ. ხო უკანა ფარებიც შევცვალე ეტყობა გახურებული ნატურებისაგან პლასტმასები იყო მიმდნარი და ხუფი არ ეხურებოდა 1-2 ნატურაც არ ჩერდებოდა იამკასი ვარებოდა ბუდიდან. ეგევ 50ლ . ეხლა ყოველი ამის შემდეგ 1500 კმ გავიარე . ჯერ პრობლემა არ გმოჩენილა.

ისე არ გამიკვირდება. ეხლა ზეთების და დაქცეული ანტიფრიზების ფასებს არ დავწერ .
ეს ყოველივე არ დავიზარე დავწერე მხოლოდ იმიტომ რომ ვსაც 700 - 1000 $ მანქანის გამოცდილება არ ქონია გაითვალისწინოს.
თუმცა არის ერთი მომენტი: ის ვიღაც ჩემამდე რა გულით დადიაოდა ვერ წარმომიდგენია , მაგრამ ხო დადიოდა
კიდევ 2 მანქანა მყავს წლებია, ასე ორღობებში ხელოსნებთან არ მივსულვარ წელიწადში ერთი ორჯერ შეიძლება რამე დამჭირდეს.
მეცინება ჩემ თავზე ან ამდენი დრო სად მქონდა ან რას ჩავიციკლე მაგრამ ასეა და რა ვქნათ.