ფოტოებს ამ დღეებში გადავუღებ და დავდებ აქ, როგორც აღვნიშნე მანქანა არის ჟანგიანი, მაგრამ არა ისე, რომ რაიმე საფრთხე ქონდეს ოფფ-ზე, გინდა ეხლა და გინდა სამომავლოდ. საბარგულიც აღარ იღება, საკეტმა აურია. ხო კიდე, ცოტა სტრანნად აქვს კაპოტი შენაღები, 20 ლარიან მალიარს შეაღებინეს ალბათ, მაგრამ რაიმე უდარი და განასწორები და მსგავსი ნაღდად არ არის, მესმის მანქანა ასე თუ ისე და ცუდი მანქანა ნაღდად არ არის რა... გუშინ ვნახე ზეთის შეცვლის ბირკა და თურმე 4500 გამივლია რაც შევცვალე (სად ვიარე ამდენი ხ.ზ. გაჩერებულია არა და სულ), ხოდა მიუხედავად ზეთის შეცვლიდან ამდენის გავლის, საერთოდ არ აქვს მოკლებული, გაკვირვებული დავრჩი

. ხიდები და რაზადკაც იდეალურად მუშაობს, პატარა ბაყაყია რა, მაგრად დადის ცუდ გზაზე. პროსტა კლირენსი აქვს დაბალი ამეებს (18 სმ) და ღრმა ტალახებში ცოტა უჭირს. (ჩვეულებრივ პაჯეროს, ნივას და მსგავსებს, ბევრად უკეთესი გამავლობა აქვს). ძრავი GDI-ია. გარბენი აწერია 115 000, მაგრამ რაღაც არ ეტყობა ესე ცოტა ქონდეს გავლილი, ალბათ ჩამოყრილია. კონდიციონერი არ მუშაობს, მიზეზი არ ვიცი, არ დავვინტერესებულვარ

. ფასს რაც შეეხება 1700 ტრამპი, არც მეტი და არც ნაკლები. ანუ რაც მივეცი იმდენად ვყიდი რა, (ვყიდი რა, მამენტ არც ვყიდი

). კი მოვა მალე ზაფხული და კიდევ დამჭირდება. პროსტა აქ გავყიდე ადრე მარჩი ზუსტად მსგავსად, არც იმას ვყიდდი და ვიღაცას უნდოდა, ხოდა 1500 დოლარად მოგცემ თქო ვუთხარი, ისიც მოვიდა და წაიყვანა

. ხოდა ამასაც მაგ პონტში გავყიდი, თუ არა და ჩქიმ აუტოზე და მსგავსზე დადებას არ ვაპირებ. ხო კიდევ, 2 კვირა არ მყავდა დაქოქილი და ბოლოს რომ აცივდა, აკუმ ცოტა კარგად ვერ დაატრიალა, მაგრამ მაინც დაიქოქა, ცოტა ვატარე და ეხლა კი მუშაობს ისევ გიჟივით.
რავი აბა, თუ დაინტერესდები მოდი და ნახე. ახალ წლებზე სადმე მინდა დასასვენებლად წასვლა და სამაგისო ფული არ მაქვს ამ ეტაპზე, ზაფხულამდე არც ეს არ მჭირდება და მაგიტომ ვიფიქრე გაყიდვა...