ამ მანქანების ძირითადი დანიშნულება არის ეკოლოგია + ეკონომია, ზოგი თხოვს იმაზე მეტს,
რაც რეალურად შეუძლია და ამიტომაც უქარწყლდებათ მოლოდინები. არა და თავის კლასში
ნამდვილად უკონკურენტოა, რეალურად წვავს 4 ლიტრზე ნაკლებს თბილისის პირობებში და
რეალურად ძალიან უპრობლემოა სერვისების მხრივ.
პირადად მე აქუაზე გავაკეთე არჩევანი, ოღონდ მეთვითონ ვიყიდე აუქციონზე ისეთი როგორიც
მინდოდა, შესაბამისად ვიცი რეალური გარბენიც და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც, თუმცა არც
ეგ არის პრობლემა, არსებობს სტატისტიკა (მანქანის გაყიდვიდან 3 თვის შემდეგ ფასიანი სერვისია)
და თუ ჩამოყვანილი მანქანა მოგეწონა და გაინტერესებს მისი რეალური აუქციონის შეფასების
ფურცელი, უპრობლემოდ ნახავ.
ესეც ჩემი აქუა, პირადად მე ასეთ ვიდზე პრიუს ც არ მინახავს, და ოფციები იმაზე მეტი აქვს,
ვიდრე ნებისმიერ ც-ს. ნუ, დამტვრეულ-აღდგენილზე აღარაფერს ვიტყვი. და 1 მინუსს, რაც შეეხება
მარჯვენა საჭეს, შეჩვეული ვარ უკვე ძალიან დიდი ხანია
