#55140901 · 22 Aug 2019, 09:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გოლფ 3 მყავდა შორეულ 2008 წელს. სავალი ნაწილი და ძრავი ქონდა ძალიან კარგი, იყო 1,6 ძრავზე და ეკონომიური. მექანიკა იყო და წვავდა ქალაქში 8 ლიტრს, ტრასაზე 5-6. გემრიელი მანქანა იყო, ძალიან იშვითად ფუჭდებოდა.
ე36 მყავდა 2,5 მექანიკა, ეგეც შორეულ 2010 წელს, ძრავი დამესტუკა, პერედოკი წელიწადში ერთხელ საკეთებელი იყო, ციპლენია მომიწყდა. მოკლედ პრობლემური მანქანა იყო, თუმცა კომფორტული და რაღაცნაირი მუღამიანი მანქანა იყო. ემ პაკეტებში, შავი ჭერით და ამებები, მაგრამ მაგის ბენდექსებმა და ზოგადად პროფილაქტიკებში სირბილმა დამღალა.
პასატი ყავს ჩემს მეგობარს, ბ5, 2003 წლიანი, წელი ისე არ გავა, რომ სავალი ნაწილი არ გააკეთოს, მაგის 1,8 ტურბინიანი ძრავი პრობლემურია, კარგი ზეთი უნდა და მოვლა/ყურადღება.
ოპელ ვექტრა ბ ყავდათ ჩემს მეგობრებს, იაფი და იორღა მანქანაა, მაგრამ დამღლელია, რადგან ელემნტარული რაღაცეები უფუჭდებათ სულ, ელექტროობაში აქვს ზბოები მუდმივად.
თუ არჩევაა, მაშინ გოლფ 3. ისე კი თუ ყიდვა გინდა, იაპონურებს მიაწექი, მარჩი, კოლტი და ეგეთები. ასევე ჰონდას სივიკები.
რთულია მანქანის შენახვა, მხოლოდ საწვავის ჩასხმა ხომ არ არის და როცა ხელფასი მცირე გაქვს, მანქანის მოვლა სულ უფრო რთულია. მერსედესის ც კლასებიც კარგია, მაგრამ 1000 დოლარად იქნება ნატაქსავები და მოკლული.
|