მეც მოგახსენებთ ორიოდე სიტყვას საკუთარი გამოცდილებიდან,
RX არ მყოლია, არც პრადო, მაგრამ, 5 წელი მყავდა GX470 და ასე თუ ისე ყველაფერი ვიცი მის შესახებ, წელს გავყიდე და ვიყიდე 2011 წლის ჰაილენდერ ჰიბრდი. რაც შეეხება პლიუს მინუსებს, GX რომ სულ სხვა კლასია და მინიმუმ ერთი თავით მაღლა დგას, მაგაზე დავას ნუ დავიწყებთ, გინდ გამავლობით, გინდ გამძლეობით, კომფორტით, გინდ ვუზუალით (სუბიექტურია, მაგრამ მაინც). ერთადერდი დიდი მინუსი რაც GX-ს აქვს, ეგაა წვა, თან ჩემი ძველი ძრავით იყო და მოშნად წვავდა (გორაობით სულ მცირე 18 ლიტრი). დალშე რავიცი, ყველანაირად მასიამოვნა, სულ რომ არაფერი, ხელოსნები დამავიწყა, მთლად პორნო ოფროადში არ მივლია, მაგრამ არც არსად დავუტოვებივარ, ყოველშემთხვევაში სული მაინც აქვს უგზოობის, რასაც ვერ ვიტყვი ჰაილენდერზე

ასფალტიდან რომ გადავუხვიე, რაღაც უსუსურობის შეგრძნება დამეუფლა, აი ფისო რო მოხვდეს ჯუნგლებში

ეგრევე გეუფლება აშუშენია, რომ ვერ გაივლი, ან რამე ნაწილი გასძვრება

მოკლედ არ არის ეს მანქანა უგზოობისთვის და ნუ ვიდავებთ, მაგრამ, რისთვისაც არის, იმას ამართლებს 100%, ოღონდ დავკონკრეტდები და მხოლოდ ჰიბრიდი, აი არაჰიბრიდი ჰაილენდერი მართლა რატომ უნდა იყიდო ვერ ვხვდები, დაწვავს ბევრს, არც გამძლეობა უვარგა და არც გამავლობა, ჰიბრიდი კიდევ ძალიან მაგარია, 8 ლიტრს მიწვავს ქალაქში, რეგულარს, თუ არსად გეჩქარება, იგორავებ და ცოტას დაგიწვავს, თუ გეჩქარება, მიადგავ და GX-ს მოშნად აჯობებს, არანაირად არ არის მძიმე და მკვდარი, მშვენიერი აჩქარება აქვს და დრაივს არაუშავს, ჩვეულებრივი ბენზინიანი ძრავით ამას ვერ იზამ, ბევრი ვაგორავე 2014 წლიანი ქემრი, მაგრამ 10 ლიტრზე დაბლა ვერ ჩამოვიყვანე, ჰიბრიდი კიდევ იძლევა საშუალებას, რომ მაქსიმალური ეკონომია ამოიღო მანქანიდან. ერთი სიტყვით, მშვენიერი, ეკონომიური, ტევადი, საოჯახო მანქანაა, რომელსაც მშვენივრად გამოიყენებ ყოველდღიურად სამსახურში და ასევე, ვიკენდზე ოდნავ ასფალტიდან რომ გადაუხვიო ივლის რა...