მოკლედ, რამდენიმე დღიანი ინტერნეტის ქექვისა და ფიქრის შემდეგ, მივედი დასკვნამდე რომ ჰიბრიდები გუშინდელი დღეა უკვე. აღმოვაჩინე რომ ჩინური ელექტრომობილები გეომეტრიული პროგრესიით მიიწევენ წინ. ძაან მაგარ მანქანებს უშვებენ ძალიან დაბალ ფასებში, 250 და მეტი რესურსით 1 დატენვაზე. 10- 20 000$ სულ ახალ მანქანას დაითრევ , ყველა თანამედროვე ოფციით. რა ფასშიც ამერიკიდან ჩამოყვანილ , დამტვრეულ, მეორად მანქანას იყიდი, იმ ფასში სულ ახალს ყიდულობ, თანაც ელექტროს და ჯერ მარტო ბენზინის და ზეთის ეკონოომიით ამოიღებ იმ ფულს, რასაც გადაიხდი, გარანტიის გასვლამდე. ზოგს 5, 8 წელი და სამუდამო გარამტიაც კი მოყვება. მაგრამ ცუდი ისაა რომ საქართველოში ვერ ვიპოვე ამ მანქანის სადილეროები. თვითონ მანქანებიც ძაან შეზღუდული რაოდენობითაა გასაყიდად შემოყვანილი, სულ 3-4 განცხადება ვნახე გაყიდვაზე . აგერ 1 ლინკს დავაგდებ, თუ მოძებნა დაგეზარათ. 600კმ 1 დატენვაზე, 100კმ 3.9წმ სამუდამო გარანტია და ფასი 33 000დან 40 000მდე, კომპლექტაციის მიხედვით.
https://www.youtube.com/watch?v=T2LHFf0u3ws არის ამაზე გაცილებით იაფიანებიც და ძვირიანებიც, დანარჩენი თვითონ მოქექეთ. ხოდა რავიცი, თქვენი აზრიც გამაგებინეთ