2012 INFINITI FX37 / QX70 Technology Package AWDJN8CS1MW1DM172102
2012 წლის INFINITI FX37 იგივე QX70, ახალი თაობის 3.7 ლიტრიანი ძრავით, ვალვტრონიკით. AWD ყველა წამყვანი 4X4-ზე.
ტექნიკურად არის გამართული და მოვლილი. ვიზუალი აქვს მისახედი: ირგვლივ აქვს ნაკაწრები და გასმულები.
TECHNOLOGY PACKAGE ! მანქანა არის იშვიათი ნავაროტკებით: კრუიზ კონტროლის რადარით და ავტომატური დამუხრუჭების სისტემით; წინა სავარძლების გათბობა/გაგრილებით; კეცვადი სარკეების გათბობით, წვიმის და სინათლის სენსორებით, ადაპტირებადი XENON-ის ფარებით.
აქვს 2 გასაღები! ასევე მოყვება ქარხნული რეილინგები და დუგები, სახურავზე დამატებით საბარგულის დასამონტაჟებლად.
მანქანა საქართველოში ჩამოვიყვანე 2020 წელს. VIN კოდი JN8CS1MW1DM172102. იყო უკანა დაზიანებით და ამერიკის სურათებიც დევს (ბოლოდან მე-3 სურათი). საქართველოში გავლილი აქვს 80 ათასი კილომეტრი (წელიწადში 16 ათასი).
მანქანას თუ რამე ნაწილი აქვს შეცვლილი აყენია მხოლოდ ორიგინალი და ახალი დეტალები. მთლიანად გამოვცვალე წინა და უკანა დაკიდება (პადვესკა), ყველა გიტარა, სტერჟინი, აპორნი, სტუპიცა, ამორტიზატორი თავისი ჩაშკებით. კალოდკებს, ზეთის ფილტრს და ჩისტიტელებსაც კი ორიგინალ NISSAN-ის ბრენდისას ვაყენებ მხოლოდ. შეცვლილი აქვს კოლექტორის და ძრავის კრიშკის ყველა რეზინა და პრაკლადკა, სვეჩები, ჩიბუხები.
ცენტრში 2ჯერ შევაცვლევინე კარობკის და რაზდატკის ზეთი ორიგინალი NISSAN MATIC-S, კარტერის ახალი პრაკლადკით და ახალი ბოლტებით. ხიდებში ყოველ 30 ათას კილომეტრზე ვაცვლევინებ ზეთს. ჯანსაღი კატალიზატორები აქვს და ტექდათვალიერებას გადის უპრობლემოდ.
ვაყოლებ 2 კომპლექტ დისკებს თავისი საბურავებით: 20-იან დისკებს GOODYEAR-ის ზაფხულის 265/50/20 საბურავებით, და 18-ან დისკებს NEXEN-ის ზამთრის 265/60/18 საბურავებით. ორივე კომპლექტზე (8 დისკი/საბურავი) დაყენებულია დაპროგრამებული წნევის სენსორები!
მოყვება რეზინის ორიგინალი კოვრიკები + ნაჭრის ორიგინალი კოვრიკების კომპლექტი.
ფასი $10,000 This post has been edited by davutik on 15 Jul 2025, 21:06
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)