ფასების შემცირება მავერიკ ჩვენს გეგმებში ზის და ამ საკითხზე მიდის ინტენსიური მუშაობა რადგანაც ეს არც ისეთი ადვილია როგორც ერთი შეხედვით ჩანს...საერთოდ სამყარო მუდმივად განვითარების პროცესშია და ერთხელაც მოვა დრო როდესაც ინტ.ყიდვებს ყველა ისწავლის. ჩვენ იმთავითვე გავაკეთეთ აქცენტი აგვეღო წარმომადგენლობა მაგრამ ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ერთ ფირმაზე დაკონკრეტება რომ უგუნური ნაბიჯია ეს ახლო წარსულში weider nutrition-მა და ახლახანს გახსნილმა ultimat nutrition-მაც დაადასტურა. ეხლა რამდენიც არ უნდა აქონ და ადიდონ ულტიმატი მასკლტეჩს ხომ ვერასდროს გაუწევს კონკურენციას? თუნდაც ავიღოთ ის რომ მოთხოვნილება მრავალფეროვანია და ზოგი დიმატაიზის ამინოზე აბოდებს

)) დააკლო ფასი და იმუშაო 20-30 და თუნდაც 50%ზე ეს ლოგიკურია მაგრამ როდესაც აკეთებ საქმეს და ამ სფეროში არიან სხვა ხალხიც როგორც არ უნდა გინდოდეს გიწევს მანევრირება, იმასაც გეთყვი რომ ჩვენ პირველივე დღიდან შეგვეძლო ფასის რადიკალურად დაწევა. ჩვენ გვაქვს საბედნიეროდ რამოდენიმე ფირმის პროდუქციის საბითუმო ფასში შესყიდვის შესაძლებლობა. მაგრამ არსებობს აქ ერთი რაღაც.მოდი პირდაპირ ვთქვათ, ავიღოთ რომელიღაც საქონლის სტანდარტული ფასი ვთქვათ ასე: ბაზრობაზე ჯინსი ღირს პირობითად 50 ლარი. და ჩინეთში მას ყიდლობ 4 $ში ნუ 10ლ. გიჯდება მიხვედი ბაზრობაზე აიღე ადგილი და ხედავ რომ სხვები 50 ლარად ყიდიან შენ 15 ად გაყიდი? ჩვენ გვედო ყოველთვის სხვაზე ოდნავ ნაკლები და ასე იქნება მო0მავალშიც, მით უმეტეს ინტერნეტით მოვაჭრეები ვერასდროს გაგვიწევენ ფასში კონკურენციას და მათი მხრიდან ეს მცდელობები ღიმილს მგვრის უბრალოდ. მე რეალურ კონკურენტს ვხედავ დიდმაშტაბიან აფთიაქებში რომლებსაც სათანადო კავშირებიც აქვთ და დიდი ფულიც. ეს ბოლო პარტია საბაჟოზე გაუთვალისწინებელი გადასახადის გამო გაპრობლემდა დროშიც და
დამიჯერეთ 10%იც შეიძლება არ დაეტოვებინა რადგანაც აქ ძნელია რამე გააკეთო სუფთად და არ გაგატყაონ. მომავალში ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ. რაც შეეხბა ფასს ის ყოველთვის იქნება სხვაზე დაბალი იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ფასით კონკურენცია ეს ვიღაც ვიღაცეებმა ვერ გაიგეს სწორად....ჩვენ ეხლაც არ ვართ წინააღმდეგი ვიმუშაოთ 50 და თუნდაც 30%ზე ოღონდ რეალიზაციის სიხშირე იყოს მაღალი. ამ ეტაპზე საქონლი ძალიან ცოტაა დარჩენილი და რაცაა იმას ფასი სამწუხაროდ არ დააკლდება მომავალში კი უფრო სასექტემბროთ ცდას არ დავაკლებთ, გამოვნახოთ თანხები და მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი რეიტინგული ბრენდები, მრავალი ახალი სახეობა და რაც მთავარია სხვებთან შედარებით დაბალი ფასი.