მაკეტისთვის ხრეშის იმიტაცია იყიდება ჰობიმასტერში, თუ არ ვცდები 20 ლარი ღირს პაკეტი. ზოგი მოდელისტი თვითონ აკეთებს გამხმარი ჩაის ფოთლებისგან, მაგრამ თუ არ იცი გაკეთება ჯობია გამზადებული იყიდო

რელიეფის გაკეთების ბევრი მეთოდი არსებობს. ადრე გავრცელებული იყო ფანერისგან რელიეფის კარკასის გაკეთება და შემდეგ მასზე გიფსში ჩალბობილი მარლის გადაკვრა, რომელიც როცა შრება მყარი ხდება. ეს მოძველებული და შრომატევადი მეთოდია, თან თუ რამე არ მოგეწონა თავიდან უნდა დაშალო, თავიდან გადააკრა მარლა, მოკლედ მაგარი საჩალიჩოა. თანაც უფრო ძნელია მარლაზე მცენარეულობის იმიტაციის ან სახლების დამაგრება, შეიძლება ჩაიხვრიტოს.
უფრო მარტივი მეთოდია პენოპლასტის ნაჭრების დაწებება ერთმანეთზე და შემდეგ დანით საჭირო ფორმის მიცემა. ამის მსგავსია, შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ასეთი მეთოდიც არსებობს - ქაღალდს დაჭმუჭნით და აკეთებთ გუნდებისავით, შემდეგ გაჟღენთავ წებოთი და ერთმანეთზე აწებებ.
ჩემი აზრით ყველაზე საუკეთესო, იოლი მეთოდია სამშენებლო ქაფის გამოყენება. ეს ყველგან იყიდება, სადაც სამშენებლო მასალები იყიდება. ტუბიკიდან გამოდის ქაფი წნევით, დაახლოებით საპარსი კრემის მსგავსია

უნდა დააცადოთ ერთ ფენას გაშრობა, შემდეგ მეორე ფენას დაადებთ და ასე შემდეგ. როცა გაშრება გამოდის ძალიან მყარი, მსუბუქი და რაც მთავარია დანით ადვილად შეიძლება ზედ საჭირო მიკრორელიეფის დატანა. თუ რამე არ მოგეწონათ უბრალოდ მოაჭრით იმ ნაწილს დანით და ახალ ფენას დაადებთ. ასე რომ შეცდომებისგანაც დაზღვეული ხართ. ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინო ამ ქაფის დადებისას არის ის რომ როცა შრება მოცულობაში ძალიან იბერება და ბევრი არ მოგივიდეს ისე რომ ლიანდაგებზე არ მოხვდეს. და კიდევ ხელზეც თუ მოგხვდა ძალიან ძნელად ირეცხება

მე ერთხელ მომხვდა და რამდენიც არ ვიბანე მხოლოდ მესამე დღეს გაქრა საბოლოოდ ლაქები.
This post has been edited by polaris on 28 Dec 2009, 12:26
Real SAABs don't leak. They just mark their territory.