ავიდეს... ეჰ ვერ მოვახერხე მაკეტის ახალი ფოტოების დადება. ახლა ასეთი მდგომარეობაა:
მაკეტის საფუძველი მზადაა. ეს არის 1.00X1.65 სმ დსპ პლიტა რომელიც გამყარებულია ქვემოდან ჩარჩოთი რათა არ დაიწყოს ვიბრაცია, დგას ბორბლებზე და შესაძლებელია გადაადგილება. როდესაც ერთ ადგილზე დგას ბორბლები იკეტება სპეციალური ჩამკეტით და მაკეტი ადგილიდან არ იძვრის.
ახლა რიგში დგას პირველი დონის რელსების დაგება, აი ეს მონაკვეთი:

აქ გასაკეთებელია:
1. ელექტროსქემის აწყობა და შემოწმება
2. იზოლატორების და კონტაქტების გაკეთება რელსებზე
3. არაიზოლირებული რელსების მირჩილვა ერთმანეთთან და ინდივიდუალური კვების შეერთება თითოეულ რელსზე
4. რელსების ქვეშ პრობკის საფენის დაგება და რელსების დაწებება ამ საფენზე
ელექტროსქემის რაღაც კომპონენტები შავად უკვე ავაწყე და შევამოწმე. ახლა მეგობარი შემპირდა პლატების გაკეტებას და უკვე პლატაზე ავაწყობ იმავე კომპონენტებს. რაღაც დეტალები ჯერ კიდევ არ მომიფიქრებია, მაგრამ ძირითადად უკვე ვიცი რაც მინდა და ნაწილებიც ნაყიდი მაქვს.
This post has been edited by polaris on 29 May 2010, 15:51
Real SAABs don't leak. They just mark their territory.