aleko1990
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1108
წევრი No.: 28570
რეგისტრ.: 18-January 07
|
#16847592 · 8 Dec 2009, 22:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (Air Striker @ 8 Dec 2009, 22:08 ) | | ისე ამ თამაშის წესებში წერია რო ყველა ასაკის ხალხს შეუძლია თამაში და მე რაზე ვარ პატარა. |
გადაიკიტხე, დარწმუნებული ვარ ყველა შენს კითხვაზე პასუხს მიიღებ...
1. თამაშში მონაწილეობის პირობები:
1.1 სტრაიკბოლის, როგორც სპორტის ექსტრემალური სახეობიდან გამომდინარე, სათამაშოდ დაიშვება გუნდი, რომლის წევრთა ასაკიც არანაკლებ 17 წელია. 1.2 გუნდი მინიმუმ 5 მოთამაშისაგან უნდა შედგებოდეს. 1.3 მებრძოლის გუნდში მიღება კონკრეტული გუნდის პრეროგატივაა და ხდება ამ გუნდის შინაგანაწესით დადგენილი ფორმით. 1.4 გუნდს უნდა ქოდეს საკუთარი სახელი, რომლითაც იგი მონაწილეობას იღებს სხვა გუნდებთან თამაშში. 1.5 თვითოეულ გუნდს უნდა ყავდეს მეთაური და მისი მოადგილე, რომელთა მეშვეობითაც გუნდი წარმოადგენს თავის ინტერესებს სხვა გუნდებთან ურთიერთობისას. 1.6 თამაში ხდება ნებაყოფლობითობის საფუძველზე, თამაშის მონაწილეებს არ აქვთ არანაირი პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ იმ შესაძლო ფიზიკური ზიანიდან გამომდინარე, რაც შესაძლებელია დადგეს თამაშისას. 1.7 რეკომენდირებულია სამხედრო, კამუფლირებული ფორმისა და სხვადასხვა სახის დამცავი საშუალებების გამოყენება (ხელთათმანები, სამუხლეები, ჩაფხუტი და ა.შ) 1.8 აუცილებელია გუნდებს ქონდეთ ინდივიდუალური განმასხვავებელი ნიშნები (შევრონები, კოკარდები და ა.შ). ზემოაღნიშნული წესი არ ეხებათ გუნდებს, რომლებიც ახდენენ ისეთი საბრძოლო დანაყოფების რეკონსტრუირებას, რომლებსაც არ გააცნიათ განმასხვავებელი ნიშნები. 1.9 თამაშში მონაწილების აუცილებელ პირობას წარმოადგენს დამცავი სათვალის ქონა, რომელიც მებრძოლის თვალებს ყველა მიმართულებიდან იცავს. სათვალის ტესტირება ხდება ყველაზე ძლიერი იარაღიდან მიბჯენით სროლით . 1.10 ყველა მებრძოლი ვალდებულია იქონიოს თეთრი თავსახვევი, რომელსაც იგი თავზე წაიკრავს სიკვდილის შემთხვევაში. 1.11 თითოეულ გუნდს აუცილებლად უნდა ყავდეს მინიმუმ 1 მედიკი, რომელსაც ყოველთვის თან ექნება პირველადი დახმარების აღმოჩენისათვის განკუთვნილი საველე აფთიაქი, მედიკამენტების მინიმალურად საკმარისი რაოდენობითა და სახეობებით. 1.12 დავის წარმოშობის შემთხვევაში შესაძლებელია მოლაპარაკებების წაროება. მოლაპარაკების შედეგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს წინამდებარე წესებსა და ზოგადად სტრაიკბოლის არსს. 1.13 გუნდი, რომელიც არ ეთანხმება წინამდებარე წესებს სატამაშოდ არ დაიშვება. გუნდი, რომელიც დააღღვევს წესებს დისკვალიფიცირდება 1 თვის ვადით, ვადის გასვლის შემდეგ დისკვალიფიცირებული გუნდი უფლებამოსილია წარადგინოს განაცხადი რეაბილიტაციაზე, რომელიც განიხილება კლუბის დანარჩენი გუნდების მეთაურების სხდომაზე. გუნდი რომელიც განმეორებით დაარღვევს მოქმედ წესებს დისკვალიფიცირდება საბოლოოდ. ასეთი გუნდების კონკრეტული წევრების რეაბილიტაციის საკითხი შესაძლებელია განხილულ იქნას მეთაურთა სხდომაზე. სხდომებზე გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმათა უმრავლესობით. ხმების ტანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის კლუბის პრეზიდენტს. 1.14 წინამდებარე წესები სავალდებულოა ყველა გუნდისათვის, რომელსაც სურს ითამაშოს კლუბ Airsoft Georgia - ში.
2. მოქმედება თამაშის დროს
2.1 თამაში მიმდინარეობს წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე. 2.2 ნებადართულია რაციების, სამოქალაქო მიმოქცევაში მყოფი სამხედრო აღჭურვილობის, ლაზერული, ოპტიკური სამიზნეების, პეტარდებისა და სხვა კანონით ნებადართული, ჯანმრთელბისთვის უსაფრთხო დამხმარე საშუალებების გამოყენება. 2.3 "მოკლულად" ითვლება მოთამაშე, რომელსაც იარაღიდან გასროლილი, ან ხელყუმბარის, ნაღმის აფეთქებისას "ტყვია" მოხვდება სხეულის ან აღჭურვილობის ნებისმერ ნაწილში. იარაღში მოხვედრება და რიკოშეტი არ ითვლება სასიკვდილოდ. 2.4 "მოკლული" მებრძოლი წევს ხელებს, ხმამაღლა აცხადებს, რომ "მოკვდა", იკეთებს თეთრ თავსახვევს, ტოვებს ბრძოლის ველს და მიდის წინასწარ განსაზღვრულ ადგილას წინასწარ განსაზღვრული ვადით. მას ეკრძალება "ცოცხალ" თანაგუნდელებთან ლაპარაკი, ნიშნების მიცემა, რაციით სარგებლობა, სროლა, ხელყუმბარების იმტაციებისა და სხვადასხვა პეტარდების აფეთქება, სხვა პირისთვის იარაღის, ტყვიების ან აღჭურვილობის ნებისმიერი სხვა ელემენტის გადაცემა. 2.5 საკუთარი თანაგუნდელის მიერ ნასროლი ტყვია ისეთივე "სასიკვდილოა", როგორც მოწინააღმდეგის ტყვია. 2.6 აკრძალულია ახლო მანძილიდან სხეულის ტრამვასაშიშ ნაწილებში სროლა. 2.7 კონკრეტული მებრძოლის ტექნიკური პრობლემები ინდივიდუალური ხასიათისაა და არ ახდენენ გავლენას თამაშზე. 2.8 თამაში მიმდინარეობს მაქსიმალური სამართლიანობის დაცვით, თუკი მებრძოლმა იგრძო, რომ მას "ტყვია" მოხვდა ან ვერ იგრძნო, მაგრამ მოწინააღმდეგე დანამდვილებით მიუთითებს მორტყმაზე, იგი ვალდებულია იმოქმედოს 2.4 პუნქტის შესაბამისად. 2.9 თუკი ბრძოლისას მოხდება შეკამათება ნებისმიერ საკითხზე, მოკამათეები დისკვალიფიცირდებიან ბრძოლის დამთავრებამდე და ტოვებენ ბრძოლის ველს.
3. არაკომბატანტები
3.1 არაკომბატანტებს განეკუთვნებიან პირები, რომლებიც იმყოფებიან ბრძოლის ველზე, მაგრამ არ ღებულობენ მონაწილეობას ბრძოლაში. (ბავშვები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, კინოოპერატორები, ადგილობრივი მოსახლეობა, სპონსორები, ტურისტები) 3.2 მოთამაშე მხარეებთან ერთად მოსული არაკომბატანტები ვალდებულნი არიან იმყოფებოდნენ მათთვის წინასწარ განსაზღვრულ ადგილას, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო ზიანისათვის მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ უშუალოდ მათ და იმ გუნდებს, რომლებთან ერთადაც ისინი მოვიდნენ ბრძოლის ველზე. 3.3 არაკომბატანტებტან ურიერთობა მოთამაშეთა მხრიდან უნდა იყოს მაქსიმალურად კორექტული.
4. ტყვეები
4.1 ტყვედ აყვანა შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
ა). თუკი მებრძოლს შეექმნა ტექნიკური პრობლემა იარაღთან და მას არ აქვს საშუალება "უსაფრთხოთ" დატოვოს პოზიცია. ბ). თუკი მებრძოლს გაუთავდა "ტყვიები" და გადატენის დროს აღმოჩნდა მოწინააღმდეგის ცეცხლის ხაზზე. გ). თუკი მებრძოლი აღმოჩნდა მოწინააღმდეგისგან 1,5 მეტრში, ვერ ხედავს მას, ხოლო მოწინააღმდეგეს კი იგი მიზანში ყავს აყვანილი
ზემოაღნიშნულ შემთხვევებში მებრძოლი ვალდებულია ჩაბარდეს ტყვედ ან "მოკვდეს".
4.2 თუკი მებრძოლი ტყვედ ჩავარდა იგი ვალდებულია უპასუხოს თამაშთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვას. დასაშვებია ტყვედ აყვანა თამაშის ბოლომდე, მაგრამ არაუმეტეს 2 საათისა. ტყვე ვალდებულია შეასრულოს ტყვედ ამყვანის მითითებები. დასაშვებია ტყვის "დახვრეტა" ან გაშვება. 4.3 ტყვეს არ აქვს უფლება გამოიყენოს იარაღი, ასევე იგი ვალდებულია გადასცეს მოწინააღმდეგეს თამაშთან დაკავშირებული ყველანაირი დოკუმენტაცია, ტყვედ ამყვანს უფლება აქვს ზედაპირულად გაჩხრიკოს ტყვე. 4.4. ტყვეს არ აქვს უფლება გამოიყენოს დანის რეზინის იმიტაცია, ასეთი გამოყენება არ ჩაითვლება.
4.5 აკრძალულია:
ა). ტყვის დამცირება ან შეურაცხყოფა, ბ). იარაღის ჩამორთმევა, გ). ტყვის გამოყენება მძევლად ან ცოცხალ ფარად.
4.6. თუკი ტყვეები ორივე მხარეს ყავს, შესაძლებელია მატი გაცვლა. გაცვლა ხდება პარლამენტიორების მეშვეობით.
5. ტექნიკა
5.1 ტექნიკა უნდა გადაადგილდებოდეს მხოლოდ გზებზე არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. 5.2 აკრძალულია სროლისას ტექნიკის გამოყენება საფარად. 5.3 ტექნიკაში ჩაჯდომა/დესანტირება ხდება მხოლოდ და მხოლოდ მისი სრული გაჩერებისას 5.4 აკრძალულია გაჩერებული ტექნიკის გამოყენება საფარად. 5.5 მძღოლი მებრძოლი არ არის 5.6 ყველა გვერდითი შუშა ჩაწეული უნდა იყოს (გარდა სატვირთო ავტომანქანებისა) 5.7 ტექნიკის ხელში ჩაგდება და განადგურება:
ა). საცეცხლე კონტაქტისას ტექნიკა ჩერდება, ბ). ნებადართულია ტექნიკისთვის ხელყუმბარის სროლა, გ). ტექნიკის განადგურებად ითვლება ხელყუმბარის/ნაღმის აფეთქება მის ქვეშ ან საბარგულში დ). აფეთქების შემდეგ ტექნიკაზე მაგრდება თეთრი დროშა და ტექნიკა მწყობრიდან გამოსულად ითვლება 30 წუთის განმავლობაში, ვადის გასვლის შემდეგ დროშა იხსნება და ტექნიკა განაგრძობს ბრძოლას. 5.8 თუკი მოწინააღმდეგე ხელთ იგდებს ტექნიკას მასზე აღიმართება შესაბამისი გუნდის დროშა. 5.9 ტექნიკის ხელში ჩაგდება ასევე შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუკი მისგან 10 მეტრის რადიუსში არავინ იმყოფება.
6. იარაღი
6.1 იარაღად დასაშვებია გამოყენებული იქნას რკინისგან, ABS პლასტიკისგან და მსუბუქი შენადნობებისაგან ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო იარაღის პნევმატური ასლები, რომელთა კალიბრი 6 მმ-ია ხოლო ტყვიის წონა 0,43 გრამამდე. 6.2 ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებისას დასაშვებია მხოლოდ ქარხნული წესით დამზადებული პეტარდების გამოყენება. დამაზიანებელ ელემენტად BB - გარდა ასევე დასაშვებია ლობიოს, გოროხის და ა.შ გამოყენება. 6.3 დასაშვებია ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება დამაზიანებელი ელემენტის გარეშეც 6.4 პიროტექნიკის გამოყენება/აკრზალვის საკითხი წყდება მეთაურების მიერ თამაშის დაწყებამდე. 6.5 ყველა ახალი ასაფეთქებელი ტიპის მოწყობილობის გამოცდა ხდება იმ გუნდის წარმომადგენელზე, რომელმაც იგი შექმნა, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მეთაურთა საბჭო. 6.6 იარაღის ტიპების მიხედვით დასაშვებია შემდეგი საწყისი სიჩქარეები (სიჩქარის გაზომვა ხდება 0,2 ტყვიით): 1). ავტომატი 130 მ/წმ 2). ტყვიამფრქვევი 160 მ/წმ (სროლის მინიმალური დისტანცია 20მ) 3). სნაიპერული შაშხანა 250 მ/წმ (სროლის მინიმალური დისტანცია 25მ) 6.7 თუკი კონკრეტულ მებრძოლს აქვს 160 მ/წმ სიჩქარის მქონე იარაღი იგი ვალდებულია ასევე იქონიოს მეორე, დამხმარე იარაღი არაუმეტეს 120 მ/წმ სიჩქარით 6.8 აკრძალულია საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი (შემოგდებული) ხელყუმბარის ხელში აღება უკან გადასაგდებად ან სხვაგვარად მოშორება.
7. დანები
7.1 დასაშვებია რბილი, ელასტიური მასალისაგან დამზადებული დანების ასლების გამოყენება, ასლებს არ უნდა ქონდეთ მჭრელი კიდეები. 7.2 დანით შეხება დასაშვებია მხოლოდ კორპუსზე წელს ზევით და ყელს ქვევით, ერთ მოწინააღმდეგეზე არაუმეტეს ერთხელ 7.3 აკრძალულია დანით შეხება ნახტომის ან სირბილის დროს 7.4 დაუშვებელია ხელჩართული ბრძოლის ილეთების გამოყენება 7.5. აკრძალულია დანის სროლა
8. შეზუდვები
8.1 აკრძალულია თამაში დამცავი სათვალის გარეშე 8.2 აკრძალულია არაკომბატანტებისთვის სროლა 8.3 აკრძალულია კამათი თამაშის დროს 8.4 აკრძალულია თამაში ალკოგოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ (არ ვიცი მე ყინვა თუ გცივათ ატარეთ გრელკები ) 8.5 აკრძალულია ისეთი იარაღით თამაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ წესებით 8.6 აკრძალულია უმიზეზოდ და უმისამართოდ სროლა 8.7 აკრძალულია ბილწისტყვაობა 8.8 აკრძალულია თამაშზე დაგვიანება
|