ბესტექსისგან წერილი მომივიდა
ცეცხლსასროლი და პნევმატურია იარაღების იპმორტის შესახებ (საყურადღებო ინფორმაცია)
ძვირაფსო მომხმარებელო ამერიკის საბაჟო სისტემაში ექსპორტის კუთხით შევიდა ცვლილებები ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილების (აქსესუარების) ექსპორტთან დაკავშირებით ასევე პნევმატურ იარაღებზე.
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ განმარტებას:
1) დღეიდან აიკრძალა ნებისმიერი სახის ცეცხლსასროლი იარაღის ნებისმიერი ნაწილი.
მაგალითად: იარაღის კონდახები, მჭიდები, ლულა, ჩარჩო იარაღი, ნემსი სასხლეტი, მაყუჩი, ცეცხლ მქრობი, და სხვა ნებისმიერი ნაწილი
შენიშვნა:ნებისმიერი მსგავსი ნივთი რომელიც უკვე გამოწერილი გაქვთ ჩვენი ხარჯებით დაუბრუნდება გამყიდველს და თანხა დაგიბრუნდებათ უკან
2) ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ (
ეხება მხოლოდ აირსოფტის იარაღებს) რომ აირსოფტი იარაღებს უნდა ქონდეთ ლულაზე ნარინჯის ფერი აღნიშვნა რაც მას განასხვავებს ნამდვილი ცეცხლსასროლი იარრაღისგან, მსგავსი მარკირება თავს აგარიდებთ თქვენი აირსოფტის იარაღის ამერიკის საბაჟოზე შეჩერებას. მარკირების გარეშე აღმოჩენილი აირსოფტის იარაღი არ გამოიგზავნება.
როგორც წესი მარკირების შესახებ ნახსენებია მაღაზიის პროდუქტის აღწერილობაში, გთხოვთ გაეცნოთ პროდუქტის აღწერას გამოწერის წინ და მოსთხოვოთ გამყიდველს ნარინჯის ფერი მარკირებით გამოგიგზავნოთ იარსოფტის იარაღი.
გთხოვთ იხილოთ მარკირების ნიმუში:

3) BB Guns/Pellet Guns/Paintball-ის ტიპის იარაღები უპრობლემოდ შეგიძლიათ გამოიწეროთ
პატივისცემით
ადმინისტრაცია
This post has been edited by Dface on 18 Sep 2013, 23:09
//The fear of death follows from the fear of life. A man who lives fully is prepared to die at any time.//