500 ლარიანი ააქ ვინმეს ნანახი?

:D:D:D:D:D
* * *

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისა და ფაშიზმზე გამარჯვების 50 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1995 წელს გამოუშვა 500-ლარიანი ოქროს მემორიალური მონეტა. მონეტა ნუმიზმატიკური დანიშნულებისაა და არ წარმოადგენს საქართველოში საგადამხდელო საშუალებას. იგი სულ 2000-იანი ტირაჟით გამოვიდა და თითოეული მათგანი გადანომრილია. 500 ლარიანი მონეტა 31 მმ დიამეტრისაა და 17 გრამ 22 კარატიან ოქროს შეიცავს.
მონეტის დიზაინის ავტორია მხატვარი ნოდარ მალაზონია. მონეტის ავერსზე ზედა ნაწილში გამოსახულია ბორჯღალი და დამზადების წელი 1995. ცენტრში ამოტვიფვრულია რიცხვი 500, რომლის ქვემოთ იკითხება წარწერა „ლარი" - „LARI", ხოლო პერიმეტრზე (ქვედა ნაწილში) - წარწერა „საქართველოს რესპუბლიკა" - „REPUBLIC OF GEORGIA". მონეტის რევერსზე მოცემულია ანტიფაშისტური კოალიციის სახელმწიფოთა მეთაურების სტალინის, რუზველტის, ჩერჩილის და დე გოლის ბარელიეფური გამოსახულებები, რომლის ქვემოთ ამოტვიფვრულია მეორე მსოფლო ომის დამთავრების წელი 1945, ხოლო პერიმეტრზე (ქვედა ნაწილში) - მათი გვარები „STALINE - ROOSEVELT - CHURCHILL - DE GAULLE"
აბა ეს ააქვს ვინმეს ნანახი?
This post has been edited by capslock on 13 Aug 2012, 19:36