მოკლედ ვყიდი ლითიუმს და ნატრიუმს. ორივე შენახული არის შუშის კაფსულაში, რომელშიც მინერალური ზეთი ასხია და უსაფრთხოდაა... შუშის კაფსულები ჩემი გაკეთებულია და ბოლოების დახურვისას ერთ-ერთ ბოლოში პაწაწინა ნახვრეტი დავტოვე, თუ რაღაცა მოხდა, რამესთან შევიდა რეაქციაში და კაფსულაში წნევა აიწია, რომ არ გასკდეს კაფსულა. თუ დაგივარდებათ და გატყდებათ კაფსულა აიღეთ ტუტე მეტალი და ჩააგდეთ წყალში (ჭიქაში არ ჩააგდოთ საიდანაც წყალს სვამთ, შეგიძლიათ თუალეტშიც მოისროლოთ), აცადეთ რეაქცია დამთავრდეს შემდეგ ამ რეაქციის შედეგად მიღებული ტუტე (NaOH როდესაც ნატრიუმს ჩააგდებთ და LiOH როდესაც ლითიუმს ჩააგდებთ ) გადაასხით... ეცადეთ, რომ ხელზე არ დაგესხათ. თუ მაინც მოხდა და დაგესხათ, ხელები მანამდე იბანეთ, სანამ უცნაური გრძნობა არ გაქრება, თითქოს თითზე რაღაცა სლიპინა გაქვთ გადაკრული.

მოკლე ამ კაფსულის გატეხვა რეაქციის ნახვისთვის არ ღირს მაგრამ ეს უკვე მყიდველის საქმეა...
ლითიუმიც და ნატრიუმიც ტუტე მეტალები არიან და სწრაფად შედიან რეაქციაში წყალთან, რის შედეგადაც გამოიყოფა წყალბადი, რომელიც ძალიან ფეთქებადი აირია. ყველა ტუტე მეტალი იჟანგება ძალიან სწრაფად. ლითიუმის ჟანგვა თუ გინდათ დაინახოთ დიდ დროს წაიღებს. აი ნატრიუმის ტუტე მეტალს თუ გაჭრით, რომელიც ძალიან ადვილად იჭრება, პლასტელინივითაა, თითითაც დაჭყლიტავ (აი ლითიუმის გაჭრა ძნელია), დაინახავთ ნატრიუმის ვერცხლისფერ ზედაპირს, რომელიც ძალიან სწრაფად შეიცვლის ფერს.
ერთი რაღაცის თქმა დამავიწყდა

ლითიუმის კაფსულაში პატარა თმა გდია

არ გამოვრეცხე უსაფრთხოების გამო

თითოს ფასი 5 ლარი... დაიმახსოვრეთ, რომ აქტიური ტუტე მეტალების ყიდვა საქართველოში საკმაოდ ძნელია.
მსურველებმა PM
სურათებსაც დავდებ მანამდე კი ამით დატკბით
ნატრიუმის რეაქცია წყალთან
ლითიუმის რეაქცია წყალთან