მოკლედ, ყველა იმ ადამიანის საყურადღებოდ, ვინც აპირებთ ამ ადამიანისგან ტანსაცმლის შეძენას: არ ინანებთ!
დღეს ვიყავი. ჯერ ხარისხი რომ კარგია, ამაზე არც გავამახვილებ ყურადღებას. არჩევანი ბეეევრად დიდია, ვიდრე აქ რაც არის წარმოდგენილი. დაახლოებით რომ შეგექმნათ წარმოდგენა, ფეისბუქზე დაათვალიერეთ პროფაილი სჯობია.
ფასები მართლა ხელმისაწვდომი და ხელსაყრელია - აქ მაღაზიების ფასნამატის გათვალისწინებით ამ ფასად ასეთ (ხარისხსაც და გემოვნებასაც ვგულისხმობ) ვერ იშოვნით!
როგორც კი განაახლებენ კოლექციას, მაშინვე ვესტუმრები კიდევ.
რეკომენდაციას ვუწევ ორივე ხელით!
otari7, დიდი მადლობა
P. S. საორსულო თუ გექნებათ რაიმე, მაშინვე მითხარი, კარგი? მადლობა წინასწარ