ხო ისე რიჟა კატა რო მიმყავდა ახალ პატრონთან ორი წუთით გავჩერდი ვეტერინარულ მაღაზიასთან რაცხა რუცხები რო მეყიდა მაგისთვის. და წყნარად იჯდა მანქანაში და მეთქი ორ წუთში რა უნდა ქნას ამისთანა. და რო დავბრუნდი კატა აღარ იყო. 5 წუთი ვეძებე სანამ არ მომესმა კნავილი ტორპედოდან

კატა რულის მხარეს ქვემოდან შეძვრა ტორპედოში და გაიჭედა სადღაც ღრმად. მოკლედ კატის ცნობათმოყვარეობას და რაზვადნოი კლუჩს (ერთადერთი რამ რაც ვიპოვე მანქანაში) შეეწირა ნახევარი ჩემი მანქანა

ისე კაი სანახავი ვიქნებოდი გარედან, გინებით და რაზვადნოი კლუჩით საკუთარ მანქანას რო ვლეწავდი

რაღაცეები მოვაძრე, რაღაცეები მოვჭერი აღარც მახსოვს რეები

დადის და რა ვქნა ეხლა