საქართველოში როგორც წესი ყველაფრის გაფარჩაკებაა მოდაში, იმას კი ვერ ხვდებიან რომ ნებისმიერი სახინკლე თუ რესტორანი უარესად გვწეწავს, სამაგიეროდ იქ შეიძლება თავი გამოიჩინონ რომ რესტორანში იქეიფეს და გაიწეწნენ

ყავაში რომ 4 ლარს იხდიან აქ დაწერა ვიღაცამ, ერთ ჯარონა ხაჭაპურში თანაც სახლში მორთმეული 20 ლარი ხაჭაპური რომ ეძვირება ეგეთ ადამიანს ...........................
5-6 ლარი რომ ღირს მწვადი ნებისმიერ სტანდარტულ და არა ძვირიან რესტორანში, კილო ხორციდან რამდენი გამოდის? გამოდის 5 მაინც ხომ? ანუ დაახლოებით 25 ლარს მაინც იღებს 8 ლარიანი ხორცი და არა სახლში მოტანით და თანაც ხორცის ფასი დავთვალეთ საცალო ფასებით, საბითუმო კი 6 ლარი იქნება.
atirdolასე რომ ელემენტარული არითმეტიკა თუ იცის ადამიანმა და რათქმაუნდა თქვენი ხარისხიც თუ სიმართლეს შეესაბამება, საკმაოდ მისაღები ფასია და თუ ვინმეს ეძვირება როგორც ჩანს კარგა ხანია მათ სახლში მართლა ხარისხიანი ხაჭაპური არ გამომცხვარა ან ვერ დათვალეს რა დაჯდა
მერე ცალკე თემა რაც საქართველოში დაუფასებელია.
თუ ერთი ადგილის აწევა გეზარება და გინდა სახლში მოგართვან უნდა გადაიხადო. არავინ არის უფასო მოსამსახურე თანაც 24 საათიან რეჟიმში. უცბად მოგინდეს გაძღომა და ვიღაცამ მოგართვას მუქთაზე ესე არაა, ადექი დაქოქე მანქანა ან თუ არ გაქვს გამოიძახე ტაქსი, ირბინე, იშოვე ნორმალური საჭმელი და მოიტანე სახლში, მერე მიხვდები 20 ლარი ძვირია თუ იაფი (მითუმეტეს თუ გარეუბანში ხარ) ჩემი აზრით გარეუბნებმა უფრო უნდა ამუშაონ ეს ბიზნესი.
ერთადერთი მე პირადად რაც არ მომწონს დროის ფაქტორია 2 საათი ხაჭაპურის ლოდინი ძალიან ბევრია, უცბად თუ მომივიდა სახლში სტუმარი და 2 საათი ხაჭაპურს ველოდე ეგ არის ცოტა ჩემთვის დისკომფორტი
წარმატებები და დრო ფული ღირს

მე სადაც დავდივარ ყველას ტელეფონი მაქვს და წინასწარ ვრეკავ, შეკვეთას ვაძლევ, რომ დრო მოვიგო,
არც ისე ხშირად მაგრამ მე თქვენი მომხმარებელი ვიქნები სიამოვნებით დროის პრობლემა თუ მოგვარდება