გამარჯობათ sati,
სილიკონის ბალიშის ქვეშ იგულისხმება სილიკონიზირებული ბოჭკოვანი მასალა (100% პოლიესტერი).
ჩვენს მაღაზიაში გვაქვს ასეთი ტიპის 3 ბალიში: f.a.n. Kansas, f.a.n. Houston და f.a.n. Medisan.
ამ შემცველობას კარგი ის აქვს, რომ ის არ იწვევს ალერგიას, საუკეთესოდ უზრუნველყოფს ტენიანობის ტრანსპორტირებას და რეცხვის შემდეგაც სრულად ინარჩუნებს თავის ფორმასა და სტაბილურობას.
f.a.n. Kansas:
40x80 – 54,90 ლარი
80x80 – 79,90 ლარი
f.a.n. Houston:
40x80 – 59,90 ლარი
80x80 – 97,90 ლარი
f.a.n. Medisan:
40x80 – 59,90 ლარი
80x80 – 99,90 ლარი
მაღაზიაში თუ მობრძანდებით, გვაქვს ამ ყველა შემცველობის ნიმუში. შეგიძლიათ დაათვალიეროთ, შეეხოთ, რას წარმოადგენს ან რით განსხვავდება ეს სამი ტიპი ერთმანეთისგან.
რაც შეეხება ავეჯს, "გერმანულ კომფორტს" აქვს თბილისში საკუთარი ავეჯის საწარმო, სადაც ვაწარმოებთ ავეჯს, როგოც ნატურალური ხისგან, ასევე მდფ-ისა და ლამინატისგან თქვენი ინდივიდუალური სურვილების შესაბამისად. შეგიძლიათ თქვენი დიზაინი მოიტანოთ ან ჩვენ შემოგთავაზებთ ავეჯს ჩვენი კატალოგიდან.
ისე ჯობია ინდივიდუალურ დიზაინთან დაკავშირებით დეტალების დასაზუსტებლად მაღაზიის დირექტორს დაუკავშირდეთ და ზუსტად ყველაფერზე მოელაპარაკოთ. მისი საკონტაქტო მონაცემები არის ჩვენს ვებ-გვერდზე რუბრიკაში კონტაქტი.
სამწუხაროდ ფასების დადება საიტზე ჯერ-ჯერობით არ იგეგმება. ჩვენი რჩევაა ასეთი ტიპის პროდუქცია პირველ რიგში ხარისხის მიხედვით ინდივიდუალურად შეარჩიოთ. ბოლოსდაბოლოს ძილში ჩვენი სიცოცხლის ერთ მესამედს ვატარებთ
* * *
გამარჯობათ natia2203,
მრავალჯერადი გამოყენების წყალგაუმტარი დასაფენი ბავშვის ლეიბისთვის:
ფასი: 64,90 ლარი