მე მაქვს ძველი ფლაკონები, არ გადამიყრია დამთავრებული სუნამოები და თუ გინდა მოგცემ

ეხლა შთაბეჭდილება: დღეს დედაჩემისთვის ვიყიდე კლიმა. 40 ლარის კვალობაზე ნორმალურია, თუმცა სუნი მიმსგავსებულია და არა იდენტური, მდგრადობაც 1 საათიც არ მიყვება. სუნზე ეგრევე მიხვდები, რომ კლიმას სუნი არ არის და რაღაც სხვაა, წყალ-წყალა სუნია, უბრალო.
ისეთი არ არის, როგორიც ისი პარიში და ვულე ვუშია. კლიმა ვულე ვუშიც მიყიდია და იმასთან შედარებაც არ შეიძლება, თუმცა იქ 4-ჯერ ძვირი ღირს

თუ გავითვალისწინებთ ფასს, პროდუქტი ნამდვილად შესაბამისია. არც მეტია, არც ნაკლები
ვისაც დიდი გართულება არ გაქვთ მდგარდობაზე და სუნის იდენტურობაზე, გამოგადგებათ
თუ ჩემსავით ძვირფასი სუნის მოყვარულები ხართ (არ ვიცი რამდენად სწორად ვხსნი

) მაშინ 4-ჯერ მეტი უნდა გადაიხადოთ და ვულე ვუს მიმართოთ

ესეც ჩემი რევიუ. უკმაყოფილო არ ვარ. უბრალოდ სუნამო ან მაღალხარისხიანი მასხია, ან საერთოდ არ მასხია

ამას ეტყობა, რომ უხარისხოა, უფრო სწორედ რაც ფასი, ის ხარისხი. აქ სადღაც ეწერა ისი პარიში და ვულე ვუში როგორიც არის , ისეთიაო და არ არის ასე, ჩემი აზრით.
ყოველ შემთხვევაში მე რაც ვიყიდე, იმაზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ არც სუნი აქვს კლიმასი, არც მდგრადობა. რომ შრება, პუდრის სუნში გადადის.
შესაბამისად, ეს პროდუქტი ჩემთვის არ არის, სამწუხაროდ.
იქნებ ვინმეს გამოადგეს ჩემი შთაბეჭდილება. მოკლედ სუნამოს ჭეშმარიტ მოყვარულებს ეს არ მოგეწონებათ

ისე კი წარმატებები გაყიდვაში, ამას თავის სეგმენტი ჰყავს, ბევრი კმაყოფილია და აქაც უხვად არის კმაყოფილი პოსტები

პატივისცემით,
იუზერი