datmeniნივთის შემოწმება არსად არ ხდება, თუ რომელიმე მაღაზია არ ყიდის. იმიტომ რომ ებაიზე უმრავლესობა კერძო სელერია. ძირითადად უწერიათ თუ რამე დეფექტი ან ხარვეზი აქვს ნივთს (ნაკაწრი, გაბზარული, არ მუშაობს და მხოლოდ ნაწილებად გამოდგება და ა.შ.). თუ არ უწერია, არ მოგერიდოს და მიწერე, შეეკითხე. იმიტომ რომ თუ დეფექტიამი გამოდგა ნივთი, აქედან მისი გაგზავნა, რომ სელერმა ან თანხა აგინაზღაუროს ან გამოცვალოს წუნი, საკმაოდ ძვირი დაგიჯდება და არ ღირს. შეარჩიე კარგ რეიტინგიანი გამყიდველი.
ჩამოსვლის ვადებიც იმაზეა დამოკიდებული, სადაა ტერიტორიულად სელერი და რამდენ ხანში აგზავნის, რა უწერია. ამერიკიდან წესით 10-12 დღეში ჩამოდის ყიდვიდან, ჩინეთიდან შეიძლება 20-25 დღეც დაჭირდეს.
ღირებულებას რაც შეეხება, თუ სელერს არ უწერია რომ შიპინგში დამატებითი თანხის გადახდაა საჭირო, მაშინ მხოლოდ აუქციონის საბოლოო დაფიქსირებული ღირებულების გადახდა მოგიწევს+აქ რომ ჩამოვა წონის თანხა გადამზიდ კომპანიაში.
კი ბატონო, გამოუშვი ლინკი და ის პატალოკი, სადამდეც გინდა რომ ვივაჭროთ და რა თანხასაც გადაიხდი კონკრეტულ ნივთში. თანხა წინასწარ არაა საჭირო, გადახდა აუქციონის დამთავრების მერე ხდება 1-2 დღეშიც. მოგცემ ანგარიშის კოდს და ჩარიცხავ, ან შევხვდეთ.
მგონი გასაგებად დავწერე ყველაფერი

მაგალითად, პირველ ლინკში რომ გალაქსი ტაბია, ეგ რომ დამთავრდეს 80$, მაგას შიდა შიპინგი დაემატება 6.50$, რომ გამყიდველმა გამოგზავნოს. ამერიკის მისამართზე იქნება 15 აპრილს, იქიდან 4-5 დღეში ჩამოვა.
This post has been edited by Giorgi1970 on 9 Apr 2014, 12:22