გთავაზობთ მცირე საინფორმაციო მასალას, რომელიც განკუთვნილია სურსათის ობიექტებისთვის და ამავე დროს ამ სახის საკონსულტაციო რუბრიკა მუდმივად გვაქვს ჩვენი facebook მომხმარებლებისთვის:
დერატიზაცია :
გახსოვდეთ - სურსათის ობიექტებში შესაძლებელია დაიდგას მღრნელებისთვის განკუთვნილი მხოლოდ სპეციალური მახეები, რომელიც მუშაობს ყველანაირი დამატებითი პრეპარატის შეტანის გარეშე, რადგან ეს უკანასკნელი შესაძლოა გახდეს სასურსათო პროდუქტის სერიოზული დაბინძურების (კონტამინაციის) წყარო.
მაგალითისათვის განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული შემთხვევა : ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული პრეპარატის (გრანულების) მოქმედების პრინციპი შემდეგია - მღრღნელს იზიდავს სატყუარაში ჩადგმული გრანულების სპეციფიური სუნი და ჭამს მათ. ამის შემდეგ პრეპარატი იწვევს საშინელ წყურვილს და მღრნელიც ეძებს ადგილს, სადაც შეიძლება მოიკლას წყურვილი. ყველაზე ხშირად ეს ადგილი აღმოჩნდება ხოლმე წყლის რეზერვუარები, სასმელი წყლის ავზები და ა.შ. რომელსაც იყენებენ საყოფაცხოვრებო დანიშნულებითა და პროდუქციის დასამზადებლად. მას შემდეგ, რაც მღრნელი დალევს წყალს, პრეპარატი მომენტალურად იხსნება და კლავს მას. მკვდარი მღრნელი წყლის რეზერვუარში, ეს ნიშნავს, რომ დაბინძურების რისკი - ძალიან მაღალი და სახიფათოა. საჭიროებს ხანგრძლივ და სერიოზულ დეზინფექციას.
ასეთივე ადგილი ასევე ხშირად არის საკანალიზაციო ტრაპები. ერთი შეხედვით ეს შეიძლება არ არის დაკავშირებული პირდაპირ სურსათის უვნებლობასთან, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც იწყება მათი ხრწნის პროცესი რისკი დაბინძურების ასევე ძალიან მაღალია.
ჩვენი ჯგუფი გთავაზობთ სპეციალურ სატყუარებს (იხ. სურათი №1), რომელიც დაშვებულია სურსათის და ყველა მაღალი კლასის სისუფთავის ტიპის ობიექტებში. სატყუარას პრინციპი მარტივია. მასში შედის მღრნელი და სპეციალური მექანიზმის საშუალებით უკანა გზა არ არსებობს. მღრნელისგან გათავისუფლება და სატყუარას გახსნა ხდება მხოლოდ ადამიანის ჩარევის შემდეგ. სატყუარას ზედა ნაწილში აქვს გამჭვირვალე ზონა. შესაბამისად მისი მონიტორინგი ძალიან მარტივია და არ საჭიროებს არანაირ ძალისხმევას :
სატყუარების შეძენლის შემთხვევაში კომპანია ”ჯრკ ჯგუფი” ინდივიდუალურად დამატებით დაამუშავებს და გაგიმზადებთ თქვენი ობიექტის ინფესტაციის სქემას, რომლის მიხედვითაც განახორციელებთ მონიტორინგს (იხ. სურათი №2).
შემოგვიერთდით Facebook გვერდზე და მიიღეთ დამატებითი კონსულტაციები სრულიად უსასყიდლოდ. ჩვენი მისამართია :
https://www.facebook.com/JRKSkillsTraining დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ :
2928053 / 599 995 971 / 557501662
სურათი #1

სურათი #2