#44873267 · 13 Jun 2015, 23:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"კახური თეთრი" არის სასუფრე / საღვინე ჯიშის ყურძენი, გამოირჩევა ადრეული სიმწიფის პერიოდით, სპეციფიკური გემოთი, საშუალოზე მაღალი შაქრიანობით.
ვიზუალურად, მტევნის ფორმით, მარცვლის მოყვანილობით, კანის სისქით, ღეროს აგებულებით, გამძლეობით, შენახვით ძალიან გავს "რქაწითელს", განსხვავება არის მხოლოდ იმაში, რომ "რქაწითელთან" შედარებით არის ოდნავ დაბალ შაქრიანი და აქვს სპეციფიკური გემო (წააგავს ლიმნის გემოს), რაც ტოვებს სასუფრე ჯიშის შთაბეჭდილებას.
მეურნეობა არის საკუთარი, კახეთში, გურჯაანში.
10 ივლისიდან აგვისტოს დასაწყისამდე ყოველდღიურად მოხდება ყურძნის რეალიზაცია (მოსავლის სავარაუდო მოცულობა 7-10 ტონა).
განცხადება განკუთვნილია მაღაზიების ან ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც მოახდენენ მინიმუმ 50 კგ-ის შეძენას. კგ ყურძნის ფასი იქნება რეალიზაციის პერიოდში საბაზრო ფასის შესაბამისი, სავარაუდოდ 4 - 5 ლარი.
(წარმოდგენილი 2 ფოტო გადაღებულია ჩემს მიერ საკუთარ ვენახში, რთველის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე).
ფოტოები პირველ გვერდზე.
|