#52729744 · 17 May 2018, 01:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქართლოსი
QUOTE | ხარისხში რა იგულისხმება ვერ მივხვდი.
|
თითონ ტყვიის ხარისხიანი შენადნობი. სუფთა. არის ძალიან იაფიანი ტყვიები რომელმაც შეიძლება ლულაში ნაგავი დატოვოს, ადრე თუ გვიან ყველა ტოვებს თავის ნადებს ლულაში მაგრამ ტყვიამ თავის ნადებთან ერთად ნაგავი არ უნდა დატოვოს.
QUOTE | დურბინდი რომ დავუყენო ჩემსას რამდენ
სროლაზე გააფუჭებს ხომ არ იცი, 35
ლარი ღირდა იაფიანი. |
რამდენში მოშლის არ ვიცი, ჯერ იმიტო რო რა თოფი გაქვს ეგაც არ ვიცი და ზოგადადაც მაგას ვერ გაიგებ. არ ვიცი რა თოფია მარა 35-40 მეტრზე ღია სამიზნითაც შეიძლება სროლა, მითუმეტეს 35 ლარიანი ოპტიკა ღია სამიზნესთან სხვაობას არ მოგცემს.
QUOTE | გრძელი ლულა შორს რატომ ისვრის ვერ ვხვდებო. |
შორს არა მარა როგორ წესი გრძელი ლულით მეტი სიჩქარის აკრეფვა შეიძლება ვიდრე მოკლეთი, უხეშად 10 სმ_თი გრძელი ლულა 10 მეტრწამით მეტს იძლევა. ჩათვალე რო იმ მანძილზე რაც შენ უნდა ისროლო, ნებისმიერი ლულით შეძლებ გარტყმას, შორ მანძილზე სროლა არ ნიშნავს რო შორს გაარტყავ.
მეტს გეტყვი. ზამბარიან პნევმატიკაში, მაღალი ხარისხის გერმანულ და ბრიტანულ თოფებზე სპეციალურად აყენია მოკლე, 30-40 სმ_იანი ლულები. იმიტო რო ტყვიამ მანამ დატოვოს ლულა სანამ დგუშის კედელს დაეჯახება პორშინი, დაჯახებისას წარმოიქმნება ვიბრაციები რაც სიზუსტეზე მოქმედებს. ანუ ტყვიამ რო ლულიდან გასვლა მოასწროს სანამ კომპრესია დამთავრდება და დგუშის კედელს დაეჯახება პორშინი. მათი სიზუსტე და შესრულების ხარისხი თუ დამიჯერებ საკმაოდ მაღალია, შეხება მაქვს, ჩვენთან წრეში გვაქვს ერთერთი მათგანი გერმანული ზამბარიანი. დღეს ბაზარზე მყოფ გამო/ბენჯამინ/კროსმანს და მისთანებს მთლიანობაში საკმაოდ სჯობს.
This post has been edited by bedo-bedo89 on 17 May 2018, 01:22
|