Seagate FreeAgent Theater HD Media Player and FreeAgent Go 250 GB USB 2.0 Portable External Hard Drive ST902503CEA1E1-RK ჩამოვიტანე ამერიკიდან
კომპლექტი შედგება თვითონ ფლეერისგან, სიგეითის 250 გიგაბაიტიან გარე ვინჩესტერისგან, რომელიც ფლეერში შეგიძლია ჩააყენო ან ამოიღო უმარტივესად ან თუ გინდა იუსბი სლოტით შეუერთო, ასევე დოქინგ სადგომისგან, რომელიც კომპიუტერს უერთდება და ძალიან კარგი რამეა.
მოყვება სოფტი, უნივერსალური კვების ბლოკი, კაბელი ტელევიზორთან შესაერთებლად (ე.წ. ტულპანი) ინსტრუქცია, პულტი და შეფუთვა.
კომპლექტის ფასი 227 დოლარი იყო, ახლა ფასდაკლებაა ამაზონზე და 152 დოლარამდე ღირს, პლიუს ჩამოტანა.
მე ვყიდი 100 დოლარად, შემდეგი მიზეზების გამო: ჩამოვიდა გარკვეული წუნით, გარე ვინჩესტერს ჰქონდა რამოდენიმე ბედსექტორი, რომელიც წავაშლევინე (შიგნით ჩვეულებრივი სატა დევს), ანუ ახლა მუშაობს უპრობლემოდ, ოღონდ მოცულობა დარჩა დაახლოებით 232 გიგაბაიტი.
გარდა ამისა, მცირე პრობლემა აქვს ფლეერის ბუდის დამჭერს, რომელშიც გარე ვინჩესტერი ყენდება. გავახსნევინე სპეციალისტს და აღმოჩნდა, რომ მოტეხილია პრუჟინის დამჭერი პატარა პლასტმასი, რაც შეიძლება გაკეთდეს ახალი დამჭერის დამაგრების გზით (პატარა ბოლტი დაემატება, როგორც მითხრეს), მაგრამ მე გადავწყვიტე ამ ეტაპზე ხელი არ მოვკიდო, რადგან ეს ბუდე საერთოდ არაა აუცილებელი. ფლეერს აქვს იუესბი სლოტი და იმითაც უერთდება ეს ვინჩესტერი.
ფლეერი აჩვენებს უმაღლესი ხარისხით და აქვს ძალიან მარტივი მენიუ. შეგიძლიათ სხვა ნებისმიერი გარე ვინჩესტერი ან ფლეშკა შეაერთოთ იუესბი პორტით. უჩვენებს საკმაოდ ბევრ ვიდეო ფორმატს, ასევე აუდიო ფორმატებს და ფოტოს. ინტერნეტიდან ჩამოქაჩულ ფილმებს ვუყურებ უმაღლესი ხარისხით და ძალიან მოსახერხებელია. ასობით ფილმი შეგიძლია ჩაყარო ვინჩესტერზე და უყურო როდის რა გესიამოვნება. სახმარად ისე მარტივია, რომ 5 წლის ბავშვიც კი ინტუიტიურად მიხვდება როგორ იხმაროს.
დოქინგი ორი იუესბით უერთდება კომპიუტერს და შეგიძლიათ ეგრე გქონდეთ, როცა გენდომებათ ვინჩესტერში დოქინგით ჩაყრით რაც გინდათ, მერე ვინჩესტერს შეუერთებთ ფლეერს და ისიამოვნებთ. არანაირი შნურების და ფლეერის ტარება გადაერთება-გადმოერთება არ გჭირდებათ (თუ ბუდის დამჭერს არ გააკეთებთ, მაშინ ერთად-ერთი უბრალო იუესბი შნური გაგჭირდებათ ფლეერთან ვინტის შესაერთებლად, ასეთი შნურების ფასი 3 ლარიდან იწყება).
აქვს ის პლიუსიც, რომ გარდა პულტისა, ნავიგაცია შეგიძლიათ განახორციელოთ ფლეერის კორპუსზე არსებული ნავიგაციის კნოპკებითაც. ეს ძალიან მაგარი ფუნქციაა, რომელიც სხვა მსგავს ფლეერებს როგორც წესი არ აქვთ. წარმოიდგინეთ, იყიდეტ მაგალიტად ვესტერნ დიჯიტალის მსგავსი ფლეერი, რომელსაც მარტო პულტი აქვს და მერე ეს პულტი დაკარგეთ ან გაგიფუჭდათ, როგორ მოიქცევით?! ამას კი ზედაც აქვს ნავიგაცია და თუ გინდა სულ ნუ იხმარ პულტს. ფლეერს კორპუსზე პარკებიც კი არ ამიძვრია, ძალიან მაგარ მდგომარეობაშია. დისკის დამჭერი კი თუ გინდათ გააკეთეთ, თუ არა, ისე იხმარეთ, იუესბი პორტით, თუ გინდათ მე გავაკეთებინებ და ცოტა ფასს გავზრდი.
ახლა ძალიან მაგარ ფასად ვყიდი, მთელი კომპლექტი 100 დოლარი, ან მარტო ფლეერი 120 ლარი.
კითხულობს ვიდეო და აუდიო ფაილებს, ასევე ფოტო ფაილებსაც. ჩაყარეთ ყველა თქვენი ფოტო შიგ და ისიამოვნეთ. ინტერნეტიდან ჩამოწერილ ფილმებს და ჩემ დივიდი ფილმებს ძალიან მაგარი ხარისხით უჩვენებს და ხმაც აქვს სუპერფანტასტიკური.
ჩემიო დივიდი დისკები დავაკოპირე პირდაპირ ვინჩესტერზე, ყოველგვარი დამუშავების გარეშე და ეგრევე აიღო და მარტივად გაუშვა. სამწუხაროდ ჩემი ძველი ქენონის კამერით გადაღებულ ვიდეო ფაილებს რატომღაც ხმის გარეშე უჩვენებს (არ ვიცი შეიძლება რაიმე მარტივი გადართვა ჭირდება), ვერ გავიგე მიზეზი, მაგრამ ფაილის კონვერტირება ყოველთვის მარტივად შეიძლება, მე შემიძლია თუ გინდათ კონვერტორი პროგრამაც მოვაყოლო (თქვენც შეგიძლიათ ჩამოქაჩოთ ინტერნეტიდან, უფასოდ) და თუ რაიმე ძველი და იშვიათი ფორმატის ფაილები გექნებათ, დააკონვერტეთ მისაღებ ფორმატში და ისე უყურეთ.
როგორც აღვნიშნე ფლეერს იუესბი პორტი აქვს, რომლითაც შეგიძლიათ შეუერთოთ გინდა ფლეშკა, გინდა გარე ვინჩესტერ და უყუროთ ფოტო-ვიდეო ფაილებს, მოუსმინოთ მუსიკას და ა.შ.
როგორც წერია შემდეგ ფაილებს კითხულობს:
- MPEG-1
- MPEG-2 (AVI/ VOB / ISO) up to 1920x1080i @30fps
- MPEG-4 (AVI / DivX / Xvid) up to 1280x720 @60fps
- Video Resolutions: NTSC 480i/480p; PAL 576i/576p. Supports video (HD and upscaling) up to 720p/1080i.
- Audio (MP3, ACS, WMA, WAV, OGG)
- Photo (JPEG's up to 20 megapixels per photo).
ფასი ბოლოა, 100 დოლარად გაძლევთ ყველაფერს და მარტო ფლეერი ღირს ამაზონზე დღეს ამაზე ძვირი,
ესეც ლინქები თვითონ ნახეთ:
ესაა ლინქი Seagate FreeAgent Theater HD Media Player and FreeAgent Go 250 GB USB 2.0 Portable External Hard Drive ST902503CEA1E1-RK-ს (აქედან მაქვს გამოწერილი):
http://www.amazon.com/Seagate-FreeAgent-Po...d=3AJJ7ZF7K1156თვითონ ნახეთ:
ეს მარტო დოქინგის ლინქი, რომელიც ცალკე ღირდა 31 დოლარი, ახლა 22-მდე ღირს ამაზონზე:
http://www.amazon.com/Seagate-FreeAgent-Po...pd_bxgy_e_img_cეს მარტო ფლეერის ლინქი (ვინჩესტერისა და დოქინგის გარეშე), რომელიც ცალკე ღირდა 151 დოლარი, ახლა 92 დოლარამდე ღირს:
http://www.amazon.com/Seagate-FreeAgent-Th...72042610&sr=1-2ესეც მარტო ვინჩესტერის ლინქი, რომელიც 120 დოლარზე მეტი ღირს დღესაც ამაზონზე:
http://www.amazon.com/Seagate-FreeAgent-Fi...72042610&sr=1-6ამ ლინქზე შეგიძლიათ უშუალოდ ფლეერის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და სურათები ნახოთ:
http://www.seagate.com/ww/v/index.jsp?name...RD&locale=en-USReady for HD
Bring your media to your home theater without sacrificing a thing.
1080i HD playback.
Available Dolby Digital 5.1 surround sound
Easy compatibility.
Here’s all you need to play along:
A PC with
Windows XP or Vista
At least 256MB RAM
An available USB port
A TV with
Composite, S-video, or component video connection
Stereo or coaxial S/PDIF audio connection
Supports a host of formats.
Ready to go, whatever form your files take.
Video encodings:
MPEG-1
MPEG-2 (AVI/VOB/ISO)
MPEG-4 (AVI/DivX /Xvid)
Video formats:
NTSC 480i/480p
PAL 576i/576p
Supports video (HD and upscaling) up to 720p/1080i*
Audio:
MP3
AC3 (5.1 audio - Dolby® Digital)
WMA
WAV
OGG
Photos:
JPEG files up to 20 megapixels
Subtitles:
SAMI(smi)
SRT
SUB
Notes: Supports MPEG-4, Xvid up to 1280 x 720 60fps, and MPEG-2 and photos up to 1920 x 1080i 30 fps
Choose your output.
Because you like to do things your own way
Video: Composite, S-video, component
Audio: Stereo, coaxial S/PDIF
One-year limited warranty period
This post has been edited by mmb on 12 May 2010, 12:50
მიმაგრებული სურათი