#23695378 · 28 Jan 2011, 10:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
hakeri1980
| QUOTE | | მართვა 3 განაყოფით, აქვს თავისი აკუმნიატორი თავისივე დამტენით, |
არ მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება მაგრამ რა ენაზე მეტყველებ ვერ გავიგე...3 განაყოფიანი მართვა რა უბედურებაა? დამამზადებლები ინსტრუქციაში მიუთითებენ სათამაშოს არხიანობას,ანუ რაც მეტ არხიანია ფუნქციონალურადაც უფრო მეტი შესაძლებლობებისაა სათამაშო..შენ სამ არხიანი,ანუ სამ კანალიანი ვერთმფრენი გაქვს ალბათ ხო? აკუმნიატორი რა არის? აკუმულატორი ვიცი, ბატარეასაც ეძახიან...
ხო,ეს მძიმე შემთხვევაა...ორსართულიანი სახლი გამიგია...მრავალსართულიანიც...გინებაც ბატონო...მაგრამ ფრთაა?! თვითმფრინავებში არის რაღაც მსგავსი(ფრთებს ეხება მხოლოდ) მონოპლანი,ბიპლანი,ტრიპლანი...თვითონ ფუზელაჟებიც არსებობს ერთ "პალუბიანი"(პალუბა ქართულად გემბანია),მრავალ"პალუბიანი"...მაგრამ სართულიი???!!! არა ბატონო...
სასწაულებს ახდენ ქართულ ენაში...სასწაულებს....
ესეიგი გინდა შენი ვაჭრული ნიჭი გამოავლინო (ანუ სცადო "გადააგდო" საწყალი მყიდველი ფასში,ვინც აზრზე არაა სადაა ამაზონი და ვაბშე ყანაა, და "შესთხარო"ეგ შენი გაფუჭებული პროპელერებიანი ნაგავი) ერთი არ მოგსვლია თავში ის ამბავი, რომ იმ "უბედურმა"ეგ პროპელერი ისევ ამაზონზე უნდა იყიდოს და თუ იცის სადაა ამაზონი,რა ოხრად უნდა შენი ნაგავი?წავა და ამაზონზე იყიდის ახალს,რაღა შენგან "გაიჩალიჩოს"ხოო?
| QUOTE | | შევთანხმდეთ თუ ნაღდი კლიენტი ხარ დავაკლებ |
აჰაა, თუ არაა ნაღდი კლიენტი მაშინ არ დააკლებ და ისე მიყიდი ხოო?..გავსკდი სიცილით,ვინაა შენი "ვაჭრობის მასწავლებელი" ნეტა? ან რომელი ბაზრობა გაქვს "დამთავრებული"? ელიავა, კიდობანი თუ ვაგზალი? მაგ "ვაჭრობის აკადემიებში"უკვე ისწავლეს ვაჭრობა და შენ ალბათ ცუდი სტუდენტი იყავი,"ლაფატკაზე" მუშაობდი ეგენი რომ "გაკვეთილებს"სწავლობდნენ ხოო?.. ესეიგი თუ "გაგიბაზრდა მუხთლობა" მერე იკადრებ და ფასს დააკლებ ხოო?...შენს ადგილას ერთ სახინკლეში მივცემდი მაგ "უბედურებას" თუ კი ვინმე მიკისრებდა,ვის რად უნდა სხვისი ნაგავი. კაი რომ იყოს შენ იმის ჩიტი ხარ რომ გაყიდო?!
| QUOTE | | პროპილერების ფასის გარდა |
ეს საერთოდ ვერ გავიგე. კი აფერისტობ, მაგრამ აქ ვერაფერი გავიგე რა გინდა თქვა
| QUOTE | | გაყიდვის მიზეზი: ფული მჭირდება სასწრაფოდ!!! |
ხო,ეს უკვე რიჟა ბაზარია,ფული მეც მჭირდება...და ყველას. რომ ყიდულობდი მაშინ ქერის ორმოში იჯექი ხოო?.. რომ გაფუჭდა მერე დაგჭირდა ფული თუ როგორ იყო ეგ ამბავი, პირველი რომელი მოხდა? ჯერ გაფუჭდა ვერთმფრენი და ფული მერე დაგჭირდა...?... თუ ჯერ დაგჭირდა ფული და მერე, გავიხედოთ და.... ეს ვერთმფრენიც გაფუჭდა არაა? უუფფ,ვაი იმას ვინც შენს "გადმოგდებულ ანკესზე" წამოეგება რააა...შენ რისი ფასის დამწერიც ხარ კარგად ვხვდები მე...
--------------------
ТОРМУЗ придумали ТРУСЫ ! რაც მეტია შენი მანქანის გამავლობა, მით უაზროა ტრაქტორის მოყვანა... ცუდი ყველგანმავალი გაიჭედება თავიდანვე,კარგი კი მივა ყველაზე მურდალ ადგილზე და იქ ჩაჯდება მამა ლევანი: მაცხოვრის დროს ჯიპი რომ ყოფილიყო, ის ჯიპით ივლიდა
|