#46395629 · 5 Dec 2015, 18:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქართლოსი
სიმძლავრე (ანუ ვატები) რომ მიიღო დენის ძალა უნდა გადაამრავლო ძავბაზე, ანუ ამ შემთხვევაში 19 * 3.42 ~ 65 ვატი. იგივეა ნებისმიერ დამტენში - მობილურებში დამტენები ძირითადად 5V-1A (ანუ 5 ვატი) და 5V-2A-იანებია (10 ვატი). ეგ ბატარეა რაც სურათზეა 98 ვატიანია და კი, შეიძლება დამტენი ვერ ტენის უბრალოდ. მაგის შემოწმება კიდე პროგრამით შეიძლება: batterycare - ეს პროგრამა დაგიწერს რა მდგომარეობაშია ბატარეა. რომც გაჩვენოს, რომ კარგიაო, შეიძლება მუხტი აქვს დაკარგული, მაგრამ თუ აჩევენებს რომ ცუდია (ანუ wear level-ში 20-30%+ უწერია), ესეიგი ნამდვილად ბატარეის ბრალია.
ჯერ მაგ პროგრამით ნახე ბატარეა და თუ კარგი აღმოჩნდა, მერე დაურეკე ჩვენებ და მძლავრ დამტენზე შეამოწმე (რომელიმე ჩვენ ლეპტოპს ექნება მძლავრი დამტენი). დამტენი გაცილებით იაფი დაგიჯდება, ვიდრე ბატარეა ამ შემთხვევაში.
--------------------
ხარისხი უსწრებს ფასს!
www.mkphoto.ge
http://www.facebook.com/mkphotoge
|