პირველ რიგში, საკუთარი გამოცდილებით გეტყვი.... ერთ-ერთი ჩემი ობიექტი სამშენებლო სფეროშიც მაქვს, შეხება მაქვს სამუ?შაო ინსტრუმენტებთანაც და ასე რომ დრელი ბარგაალკა და ათასი რამე ინსტრუმენტს გაუვლია ჩემს ხელში....
იაფიანი ინსტრუმენტსაც გამოიყენებ სახლის პირობებში იმ შემთხვევაში თუ იცი როგორ უნდა იხმარო ხელსაწყო, თუმცა იმის შიში რომ მალე გამოვა მწყობრიდან დიდია.
зенит-ს დაანებე თავი, უხარისხოა და ხშირ შემთხვევაში ბალგალკებში ძირითადად იაკორი ფუჭდება სუსტი იაკორები აქვთ. აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ სიმძლავრე რაც უწერიათ არის ტუფტა ან კიდე შეიზლება ჰქონდეს სიმძლავრე ზოგ მოდელს თუმცა იმდენად უხარისხო იაკორები აქვს იაკორი უზიანდებათ.
იაფიან ჩინეთში აწყობილი თუნდაც ბოში მაკიტა დევოლტი და ასე შემდეგ რომელიც არ არის ჩინური დამახასიათებელი ბრენდი .... ყველა არის ნაგავი.... მაგას თუ ძაან გინდა ცოტა იაფიანი იყიდო მასინ იყიდე ჩინური ბრენდის Ingco-ს ფირმის, არც იაფი ღირს თუმცა სხვა ევროპურ თუ იაპონურ ბრენდებთან შედარებით იაფია....ჩინეთი თავის დამახასიათებელ ბრენდს არ გააფუჭებს სხვა ბრენდების აწყობაზე არ მოიკლავს თავს ეხლა...
ასევე არის ევროპური ბრენდი Crown-ის ფირმა, ესეც სხვა ცნობილ ბრენდებთან შედარებით იაფია, თუმცა ხარისხი ნორმალური.
ბევრი მაგალითები შემიძლია ჩამოვწერო ამ სამშენებლო ინსტრუმენტებთან დაკავშირებით....
HILTI-ებსაც გაუვლია ჩემს ხელში და ვიტყვი რომ უძლიერესი ინსტრუმენტები აქვს თუმცა ძალიან ძვირი ღირს.
ადრე ერთმა სამშენებლო ობიექტმა დევოლტები შემოიტანა ( ორიგინალები რათქმაუნდა.) 10 წელი გაუძლო ამ ინსტრუმენტებმა ათას მუშის ხელში გავლას... ასევე ჰილტებმაც და ბოშებმაც ორიგინალებმა.
ასევე უძლიერესია ამერიკური ბრენდის Milwaukee-ის ინსტრუმენტები. ქართულ ბაზარზე მაინდამაინც ვერ შემოდის, კონკურეტს ვერ უწევს ფასში ევროპულ ცნობილ ბრენდებს რომელიც არ ჩამოუვარდებათ ამ ბრენდს ხარისხში,,,,
ეხლა ძირითადად სამშენებლო ობიექტებზე ძვირიან ინსტრუმენტებს მაინდამაინც აღარ ყიდულობენ, იაფიანებზე გადაიდნენ ლიჟბი ერთი წელი გაქაჩოს და მერე წერენ ისევ ახლებს ყიდულობენ...
რაც შეეხება მეორადის ყიდვას ... თუ ეხლა კარგად გესმის საკითხი, მეორადია მაინც გახსენი და თუ იცი შემოწმება ნახავ რამდენად ღირს ყიდვა.... თუ ეხლა დედა არ ყავს ნატირები იყიდი ამ მეორად ორიგინალს და ახალ იაფიანს მაინც აჯობებს ასი თავით.... ორიგინალებში იაკორიც გამძლეა, გრაგნილებიც შესაბამისი სისქის სიმძლავრესთან. კორპუსი უფრო გამძლე პლასმასია, მექანიზმიც გამძლე ლითონის და ასე შემდეგ...
This post has been edited by procesora on 15 Oct 2019, 16:11