ხშირად ეშლებათ ზოგიერთ დაინტერესებულ კლიენტებს განსხვავება ამ სიმისტორულსა და ტრანსფორმატორულ გადამყვანებს შორის.
1. ტრანსფორმატორული არ ამანხინჯებს ძაბვის ფორმას სინუს. არის უფრო საიმედო მუშაობაში თუ ტრანსფორმატორი არის დახვეული იმ სტანდარტებში როგორც საჭიროა.
მუშაობს ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ხელსაწყო თუ დანადგარი ზედ..... მინუსი აქვს შედარებით მაღალი ფასი, წონა და გაბარიტები.
2. სიმისტორული ამახინჯებს ძაბვის ფორმას, მასზე ცუდად მუშაობს ზოგიერთი საყოფაცხოვრებო დანადგარი თუ ხელსაწყო, აქვს ხარვეზები... გამოყენება შეიძლება მხოლოდ ტენებზე ტემპერატურის სარეგულიროდ, ედისონის ნათურებზე, უფრო გათვლილია აქტიური დატვირთვებზე.... პლიუსი აქვს ის რომ არის პატარა ზომით, უფრო ნაკლები წონის და ჯდება უფრო იაფი...
3. ინვერტორული გადამყვანები, ეს ვარიანტი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ბევრად უფრო საიმედოა იმ თვასაზრისით რომ მანდ სიხშირეც სტაბილურია და არ არის დამოკიდებული ელ.სადგურიდან მოწოდებული გენერატორის სიხშირეზე. თუმცა მსგავსი ინვერტორების გამოყენება კარგია დიდ სიმძლავრეებზე....
პატარა სიმძლავრეებზე მე პირადად არც მინახია მისი ფასიდან გამომდინარე და დაბალ სიმძლავრეზე ტრანსფორმატორულ ვარიანტს კონკურეტს ვერ გაუკეთებს...
4. მეოთხე ვარიანტი თუ შესაძლებელია გადაკეთდეს თავად ხელსაწყო ან დანადგარი შესაბამის ძაბვის ამპლიტუდაზე და თუ ეს საკითხი წყდება მარტივად ჯობია გადაკეთდეს.
ეს ფოტო შესადარებლად. ეს სიმისტორული გადამყვანია 1600 ვატიანი...
იგივე სიმძლავრეზე ტრანსფორმატორული გაცილებით დიდია და წონაც შესაბამისი და ასევე ფასიც.
მიმაგრებული სურათი