დატესტვით დავტესტავ მერე, ეხლა თბილისში აქ არ მაქვს ეს გამაძლიერებელი. რაიონში წავიღე ჩემს ადგილმამულში კარგად ვუსმენ მუსიკას სივრცეც არის, აქ თბილისში აბა 10+10 ვატი რომ ჩავრთო ზემოდან და ქვემოდან მეზობლები შემჭამენ...ისედაც ოთახში 20 ვატზე მეტ სიმძლავრეზე მეტი არ გინდა, დაყრუვდები ადამიანი...
10000 მკფ თავიდან მეც ვიფიქრე ცოტა ხომ არ არის .... მაგრამ ძაბვა მაღალია ალბათ მანდ სადღაც 40 ვოლტამდე იქნება და 10000 მკფ და კიდე მოხმარება დენის ძალა ეხლა მე ზეპირად ვანგარიშობ მაგრამ, 7-8-9 ამპერიც რომ ჰქონდეს მოხმარება მეტი არ მგონია მაქსიმუმ დატვირთვაზე გამაძლიერებლის სქემამ კვებიდან მოითხოვოს...ეხლა ასე ზეპირი ანგარიშით ყოფნის მაგრამ მაინც თუ გავითვალისწინებთ რომ AB მოდულაციით არის გამაძლიერებელი და ეხლა 250 ვატ გამომავალზე შეიზლება სქემამ კვებიდან 350 ვატიც შეჭამოს და მეტიც.... მაშინ კი ბატონო გეთანხმები მაქსიმალურ სიმძლავრეზე 10000 მკფ ცოტა გამოდის კვების ფილტრის ვარიანტში....
8 ამპერამდე დენის ძალის მოხმარებამდე წესით უნდა ეყოს 10000 მკფ. ისე ძაბვაც ეხლა ზუსტად არ ვიცი რამდენი იქნება თორემ უფრო მისახვედრი იქნებოდა მაგრამ .... ეხლა ჩავალ თვის ბოლოს რაიონში და სპეციალურად ვნახავ და შევამოწმებ და დავწერ კიდეც...
P:S: დინამიკები კიდე არ მიშოვია.
განცხადება კიდე ძალაშია. ვიყიდი შეღავათიან ფასად კალონკებს 4 ომზე 250+250 ვატზე ან ცოტა მეტ სიმძლავრეზე. ... იგულისხმება რეალური სიმძლავრე თორემ ზოგი ჩინური წარწერით ვიყიდი 450-იანსაც ....600-იანსაც....1000-იანსაც და შეიძლება 2000 ვატიანიც აღმოჩდეს რეალური 250 ვატზე...

მოკლედ მინდა ძლიერი და ხარისხიანი კალონკები.
This post has been edited by procesora on 16 Sep 2021, 23:50