#60925136 · 29 Dec 2023, 00:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე სამსუნგი მაქვს, კმაყოფილი ვარ მაგრამ თუ გაქაჩავ LG-ს გირჩევ. მაცივარიც ინვერტორიული მაქვს და კონდინციონერიც. არ ვიძახი რომ ეკონომიის გამო ვიყიდე, ან აი რაღაც სასწაულად დიდი რაზნიცაა, პროსტა უკეთესი მოდელები იყო და თითქმის ხმა არ აქვს, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, წელიწადში 150 ლარზე მნიშვნელოვანს - ნერვებს მიზოგავს და მაგიტო. მერე ჯერ ერთი რომ სტანდარტულისგან განსხვავებით 10 წელი უწერია გარანტია ძრავზე, აქედან 4-5 წელი უკვე მუშაობს ჩემები. ახლა მეორე - ეგეთი არასტაბილური დენი სადაა? (სოფლებში შეიძლება, ადრე ხშირად მხვდებოდა) და თუ არის თანამედროვე ტექნიკაზე კი არ უნდა თქვა უარი, უნდა მოაგვარო, თორე არასტაბილური ძაბვა ნებისმიერი ელექტრო მოწყობილობისთვის საზიანოა.
QUOTE | მოკლედ სანამ იყიდით წესიერ ხელოსანს კითხეთ რჩევა და არა გამყიდველს |
ეგეთს იცნობ ვინმეს? არაა სწორი, შეეშვით ამ ხელოსნებს, ჯერ ნივთი არ გიყიდიათ უკვე ხელოსანს ეძებთ, სასწაულია, ალბათ ქართველის გარდა აზრად არავის მოუვა, ყოველ შემთხვევაში სხვაგან არ გამიგია ხელოსანთან არკვევდეს რა ტექნიკა იყიდოს. საყოფაცხოვრებო ტექნიკაზეა საუბარი, რომელიც უკვე საუკუნეა არსებობს უბრალოდ ყოველწლიურად იხვეწება და იცვლება, ხოდა დამიჯერე მაგ ნივთს თუ კარგი ბრენდის ლოგოც აკვრია ხელოსნის სიტყვაზე მეტს ნიშნავს. ხელოსანი იმას გირჩევს რასთანაც შეხება აქვს და მისი პროფესიული ცოდნა წვდება. ეგ დაახლოვებით იგივეა მანქანის ხელოსანს რომ ტესლაზე კითხო აზრი როგორი მანქანააო. მაგ ლოგიკით ყველაზე მაგარი მანქანა ტოიოტაა მაშინ, იმიტომ რომ მარტივადაა აწყობილი და ნებისმიერი ხელოსანი მარტივად აკეთებს, გეთანხმებით იმაში რომ, რაც უფრო რთულია ინჟინერია მით მეტია სერვისის საჭიროება და სირთულეც. ხოლო ის რაც არ აქვს, არასდროს გაფუჭდება, მარტივი ლოგიკაა.
|