სასტუმრო “თორი” ირაკლი გედენიძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენის სახელწოდებაა - ”20 წლის შემდეგ”.
როგორც გამოფენის ორგანზიტაორები აცხადებენ, თავისი ფორმითა და შინაარსით ეს იქნება პირველი დოკუმენტური გამოფენა საქართველოში.
წარმოდგენილი იქნება განსხვავებული ფოტოქრონიკა – საქართველო სამოქალაქო ომიდან დღემდე.
ირაკლი გედენიძე წლების განმავლობაში თანამშრომლობს სხვადასხვა გამოცემებთან, მათ შორის “როიტერთან”, გადაღებული აქვს ექსკლუზიური კადრები ცხელი წერტილებიდან, უნიკალური კადრები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ყველა ფოტო პანორამულია, რაც, ასევე, გამოფენის სიახლეა.
გამოფენა 21 დეკემბერს 19:00 საათზე გაიხსნება.
მიმაგრებული სურათი