ფოტოკონკურსი "ქოლგა" 2011-ის პირობებიკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს. ასაკი შეზღუდული არ არის.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2011 წლის 25 -მარტი.
ონლაინ-რეგისტრაციის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი პირობები:
ფოტოს გრძელი მხარის ზომა უნდა იყოს მინიმუმ 2000 პიქსელი და არ უნდა აღემატებოდეს 3500 პიქსელს.
შეინახეთ ფოტო JPG ფორმატში მაქსიმალური ხარისხით.
ფერთა სივრცე: Adobe1998, sRGB ან განუსაზღვრელი.
ფაილის ზომა: საბოლოო ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5 მბ-ს.
ინტერნეტით ფოტოს რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს 1 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარებში.
ჩვენ ვღებულობთ საკრედიტო ბარათით გადახდილ თანხას. არ ვღებულობთ ჩეკებს და Western Union- ის, სადებიტო ბარათების ან საფოსტო/საბანკო გადარიცხვის საშუალებით გამოგზავნილ თანხას.
რეგისტრაციისგავლისდაონლაინგადახდისშემდეგფოტო (ფოტოები )უნდაგამოგზავნოთშემდეგელ-მისამართზე: contest@kolga.ge
(ონლაინ რეგისტრაცის დროს მოგენიჭებათ უნიკალური ID ნომერი, რომელიც უნდა შეინახოთ და მიუთითოთ ფოტოს ელფოსტაზე გამოგზავნის მომენტში სათაურის ველში)
რეგისტრაცია შესაძლებელია აგრეთვე”ფოტოსამყაროში”, მელიქიშვილის № 6-ში. ამ შემთხვევაში კონკურსანტებმა CD-ზე, მაღალი რეზოლუციით ჩაწერილ ფაილებთან ერთად, უნდა წარმოადგინონ A5 ზომის ამობეჭდილი ფოტოები.
კონკურსში მონაწილეობა ფასიანია: 1 ლარი თითოეული ფოტოსთვის.
საკონკურსოდ შესაძლებელია როგორც ციფრული, ასევე ფირით გადაღებული ფოტოების გამოგზავნა.
კონკურსზე შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის კამერით გადაღებული ფოტო გამოგზავნოთ, მობილური ტელეფონით გადაღებული სურათების გარდა.
ფოტოების თემატიკა შეზღუდული არ არის
სპეციალური ნომინაციაა – კონცეპტუალური ფოტოპროექტი.
საავტორო უფლებები რჩება ფოტოგრაფს. 100 საუკეთესო ფოტოს შორის მოხვედრილი ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება გამოფენაზე 9-13 მაისს თბილისი ცენტრალში და გამოქვეყნდება ფოტოკატალოგში. შესაძლებელია ზოგიერთი ფოტო საკონკურსო ვიდეოსთვის იქნას გამოყენებული.
საკონკურსო ნამუშევრების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
გამარჯვებულთა გამოსავლენად, კონკურსზე სამკაციანი ჟიური მუშაობს, რომელიც ყოველწლიურად იცვლება. ჟიურის შემადგენლობაში პროფესიონალი ფოტოგრაფები არიან.
საპრიზო ფონდი შეადგენს 5 000 ლარს, რომელიც თანაბრად გადანაწილდება კონკურსის ხუთ გამარჯვებულზე.
გამარჯვებული გამოვლინდება 12 მაისს.
გამარჯვების შემთხვევაში მიიღებთ წერილობით შეტყობინებას და მოგებული თანხა გადმოირიცხება თქვენს მიერ მოწოდებულ საბანკო ანგარიშზე.
თუკი ეთანხმებით ამ პირობებს, გთხოვთ დააწკაპოთ ღილაკს ”ონლაინ რეგისტრაცია ” და დაიწყოთ ონლაინ რეგისტრაცია.
http://kolga.ge This post has been edited by Ania on 21 Mar 2011, 23:21
დედამიწა ტრიალებს, მზე ანათებს არ მოგერიდოს სახე შეუშვირე...
მთავარია დაინახო..
მზის ფესტივალი ☼ www.1ivnisi.ge
www.ania.ge