„მე ვირჩევ თავისუფალ პრესას!“
დამწყებ ჟურნალისტებსა და ფოტოჟურნალისტებს ეძლევათ საშუალება, ორი კვირის განმავლობაში, 15–დან 31 მაისის ჩათვლით, „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის“ ოფიციალური და facebook–ის გვერდებიდან, სპეციალურ პროგრამაში ატვირთონ თავიანთი ნამუშევრები, თემაზე – „თავისუფალი პრესა“.
კომპენენტური ჟიური, გამომცემლებისა და მედიის ექსპერტების შემადგენლობით, ნამუშევრებს შეაფასებს ორიგინალობის, ეთიკურობისა და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით.
ჟიური შეარჩევს რამდენიმე გამარჯვებულს, რომელთაც მიეცემათ საშუალება, დასაქმების პერსპექტივით გაიარონ სტაჟირება საქართველოს წამყვან ჟურნალ–გაზეთებში.
იმ სტატიისა და ფოტოსთვის, რომელსაც ორგანიზაციის facebook–ის გვერდზე ყველაზე მეტი მოწონება (like) ექნება დაწესდება მატერიალური პრიზები. სტატიის ავტორი – ციფრულ დიქტოფონს, ფოტოს ავტორი კი – პროფესიონალურ ფოტოაპარატს მიიღებს.
კონკურსის ეს ნაწილი ორეტაპიანი იქნება. ხუთი მონაწილე, რომელსაც 31 მაისისთვის ყველაზე მეტი მოწონება (like) ექნება, კონკურსის მეორე ეტაპზე გადავა. მათ შორის გამარჯვებული იქნება ის, ვინც 10–დან 17 ივნისამდე ყველაზე მეტ მოწონებას (like) დაგროვებს.
კონკურსში გამარჯვებულები, 23 ივნისს, საზეიმო ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან. გამარჯვებული სტატიები და ფოტოები განთავსდება „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის“ ოფიციალურ ვებ გვერდზე. გამარჯვებული ფოტოები გამოიფინება დაჯილდოვების ღონისძიებაზე.
გაფრთხილება:
კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ნამუშევრები, რომლებიც შეურაცხყოფენ ადამიანის პატივსა და ღირსებას, შეიცავენ დისკრიმინაციულ ხასიათს ან მოწოდებას რისიმე ან ვისიმე წინააღმდეგ.
სტატიები არ უნდა აღემატებოდეს Word–ის 12–იანი შრიფტით ნაბეჭდ 2,5 გვერდს და არ უნდა იყოს 2 გვერდზე ნაკლები.
ფოტოები არ უნდა იყოს გადაღებული მობილური ტელეფონით; არ უნდა იყოს 2800–3500 პიქსელზე ნაკლები; მოთხოვნის შემთხვევაში, ავტორს უნდა შეეძლოს წარმოადგინოს ფოტოს დედანი.
http://fpso.ge/app1.php?session=%7B%22sess...ae58ccdda%22%7D