ფოტო-კონკურსისაქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახური, საბაჟო გამშვები პუნქტების შიდა სივრცის გაფორმების მიზნით, აცხადებს ფოტოკონკურსს.
ფოტოკონკურსის თემა:
საქართველო.
შენიშვნა: მისაღებია ნებისმიერი ფოტო, რომელიც ფოტოგრაფის აზრით ასოცირდება საქართველოსთან, ქართულ კულტურასთან, ისტორიასთან, თანამედროვეობასთან და კონცეპტუალურად არ სცდება ძირითად თემას.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:** კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მოყვარულ, ან პროფესიონალ ფოტოგრაფს (მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს);
** თითოეული მონაწილისათვის საკონკურსო ფოტოების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
კონკურსში მონაწილეობისთვის ფოტო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:** უნდა იყოს თქვენი გადაღებული;
** ერთი ფოტოს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 800pix-ს;
** უნდა გაგაჩნდეთ ფოტოს ორიგინალი, ზომით არანაკლებ 1600pix-ისა;
** გამოგზავნილი ფოტო არ უნდა იყოს რომელიმე სხვა კონკურსის გამარჯვებული, ფოტოს გამოყენების უფლებით;
** ფოტოს დასახელება უნდა იყოს ავტორის სახელი და გვარი (რამდენიმე ფოტოს გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, დანომროთ ისინი. მაგალითად, saxeli_gvari_01);
** ფოტოს უნდა ახლდეს მოკლე, მხატვრული აღწერა, რომელშიც ასახავთ თქვენს დამოკიდებულებას ფოტოს მიმართ და მის კავშირს კონკურსის თემასთან (საუკეთესო აღწერები გამოიფინება ფოტოსთან ერთად).
ფოტოების შერჩევის პირობები:** ფოტოები შეირჩევა შემოსავლების სამსახურის სპეციალური ჟიურის მიერ;
** გამარჯვებულად ჩაითვლება ყველა ის ფოტო, რომელიც შეირჩევა საბაჟო გამშვები პუნქტების გასაფორმებლად (შესარჩევი ფოტოების რაოდენობა შეზღუდული არ არის).
პრიზები:
I ადგილი - ფოტოაპარატი Canon EOS 60D 17-85mm IS KIT
II ადგილი - ფოტოაპარატი Canon EOS 600D 18-55 IS KIT
III ადგილი - ფოტოაპარატი Panasonic Lumix DMC-GF3C KIT. სხვა გამარჯვებული ფოტოების ავტორები მიიღებენ სამახსოვრო საჩუქრებს შემოსავლების სამსახურისგან.
ფოტოები დაიბეჭდება და გამოიფინება ავტორის ვინაობის მითითებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ:
** ფოტოსურათი, ან ფოტოსურათები მითითებული წესების დაცვით;
** ფოტოსურათის მოკლე, მხატვრული აღწერა;
** თქვენი საკონტაქტო მონაცემები.
ელექტრონული ფოსტა: photo@rs.ge
საკონკურსო ფოტოების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 25 აგვისტო.
დავუკავშირდებით მხოლოდ გამარჯვებული ფოტოების ავტორებს.
შემოსავლების სამსახურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ. გვერდი:
http://www.rs.gehttp://www.jobs.ge/47296/ This post has been edited by Ania on 1 Aug 2012, 16:44
დედამიწა ტრიალებს, მზე ანათებს არ მოგერიდოს სახე შეუშვირე...
მთავარია დაინახო..
მზის ფესტივალი ☼ www.1ivnisi.ge
www.ania.ge