აბა!?
ჩემთვის აქ განა ფოტოხელოვნება ან რამეა მთავარი, მთავარი ჯადოქრობა ისაა რო აქ ყველა ისეთ რამეს დებს, რასაც დღედაღამ ხედავს წლობით და ამიტომ რაღაცნაირად მისი სულის ნაწილი ხდება, ჰოდა შენ რო დაგანახებს, თითქოს ახერხებ სხვის სულში ჩაიხედო, თუ უფრო სწორად სხვისი სულის თვალებიდან გახედო გარე სამყაროს, ისე დაინახო, როგორც სხვა ხედავს.
არა ნამეტანი ბრტყელ-ბრტყლად გამომივიდა, ვერ ვამბობ.
მოკლედ ხანკასი ძალიან მაგარია რა, ერთ-ერთი უმაგრესი

PS შენიც ძალიან მაგარია სხვათა შორის. არ ვიცი იმ მანქანის ნაგლეჯის წყალობით თუ რატო, მარა რაღაცნაირად დროის იმ მომენტში გადაყავხარ, იქ და მაშინ. ხო გესმის, შენ მაშინ იმ მომენტში შენთვის ზეპირად ცნობილი ყოველდღიური ფანჯრიდან რაც დაინახე, ეხლა ვხედავ მე ზუსტად იგივეს. და ცოტათი გამოდის რო შენ იქ მაშინ რო იყავი, მეც იქ მაშინ ვარ ეხლა. ჩემთვის ეს სრულიად ახალია, მარა რო ვიცი რო ვიღაცისთვის (კერძოდ, შენთვის ამ შემთხვევაში) ძალიან-ძალიან ნაცნობია, ეს თითქოს რაღაც გაცილებით მეტს მიმახვედრებსავით.
აუ მაინც ვერ ვამბობ რა. ეგ თითქოს მაშინ ყველანაირ ფოტოზე უნდა ვრცელდებოდეს. მარა არაა მასე, ზოგში არის ეს ჯადო ზოგში არა რატომღაც. და ამ თემაში თითქმის ყველაში არის. აი
M-A-S-E-R-A-T-Iმ არ მიწყინოს და მისაში ყველაზე ნაკლებად, მიუხედავად იმისა, რომ ფოტოხელოვნების თვალსაზრისით მისი შეიძლება ყველაზე მაგრებია, მარა აი ის რაღაც სხვის ყოველდღიურ რეალობასთან უეცარი კონტაქტის შეგრძნება არ მიჩნდება.
This post has been edited by ჯიბ on 8 Oct 2011, 23:53