Photolife-Studio აცხადებს მსმენელთა მიღებას სასწავლო კურსებზე ფოტოგრაფიაში. სწავლების მიზანია სტუდიური და გარე ფოტოგადაღებების თეორიული ასპექტების შესწავლა და პრაქტიკული განხორციელება.
მასტერკლასები გაიმართება უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ფოტოსტუდიაში, სწავლება ორთვიანია და შედგება თვეში 4 სესიისგან, ყოველ კვირა (ან შაბათ) დღეს. სესიის ხანგრძლივობა 5 საათია. მასტერკლასი დაიწყება 13 საათზე და გაგრძელდება 18 საათამდე. გათვალისწინებულია 15-წუთიანი შესვენება ყავით და გამაგრილებელი სასმლით. მასტერკლასებს გაუძღვება კახა ფხაკაძე (www.photolife.ge). თითოეული კურსის ღირებულებაა 250 ლარი.
კურსებზე ჩაწერის მსურველებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: photolife.ws@gmail.com ა.წ. 17 სექტემბრის 18 საათამდე. განაცხადში მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონი.
სწავლა დაიწყება ა.წ. 19 სექტემბერს.
სასწავლო პროგრამა იხილეთ
ამ ბმულზესტუდიის მისამართია: ჭიათურის ქ. #17 (ხილიანზე, სუპერმარკეტ "იბისის" უკან).
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ემაილზე ან ტელეფონებზე: +995 32 364605, 891 143185
This post has been edited by dedofala on 4 Sep 2009, 01:14