Photolife Studio (
Photolifestudio) აცხადებს მსმენელთა მიღებას სასწავლო კურსებზე ფოტოგრაფიაში. სწავლების მიზანია სტუდიური და გარე ფოტოგადაღებების თეორიული ასპექტების შესწავლა და პრაქტიკული განხორციელება.
მასტერკლასები გაიმართება უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ფოტოსტუდიაში, სწავლება ორთვიანია და შედგება თვეში 4 სესიისგან, ყოველ კვირა დღეს. თითოეული მასტერკლასის ხანგრძლივობა 5 საათია. მასტერკლასი დაიწყება 13 საათზე და გაგრძელდება 18 საათამდე. გათვალისწინებულია 15-წუთიანი შესვენება ყავით და გამაგრილებელი სასმლით. სწავლების ერთი თვის ღირებულებაა 250 ლარი.
კურსებზე ჩაწერის მსურველებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: Photolife.ws@gmail.com ა.წ. 23 ოქტომბრის 18 საათამდე. განაცხადში მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონი.
სწავლა დაიწყება ა.წ. 25 ოქტომბერს.
სტუდიის მისამართია: ჭიათურის ქ. #17 (ხილიანზე, სუპერმარკეტ "იბისის" უკან).
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ემაილზე ან ტელეფონებზე: +995 32 364605, +995 91 143185
კურსის პროგრამა იხილეთ
ბმულზე
This post has been edited by dedofala on 1 Oct 2009, 18:59