Photolife St udio (www.photolife.ge) აცხადებს მსმენელთა მიღებას სასწავლო კურსებზე ფოტოგრაფიაში. სწავლების მიზანია სტუდიური და გარე ფოტოგადაღებების თეორიული ასპექტების შესწავლა და პრაქტიკული განხორციელება.
მასტერკლასები გაიმართება უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ფოტოსტუდიაში, სწავლება ორთვიანია და შედგება თვეში 4 სესიისგან, ყოველ კვირა დღეს. თითოეული მასტერკლასის ხანგრძლივობა 5 საათია. მასტერკლასი დაიწყება 13 საათზე და გაგრძელდება 18 საათამდე. გათვალისწინებულია 15-წუთიანი შესვენება ყავით/ჩაით. მასტერკლასებს გაუძღვება პედაგოგი კახა ფხაკაძე.
სწავლების მთლიანი კურსის ღირებულებაა 500 ლარი. შესაძლებელია გადახდა ორ ეტაპად ყოველი თვის (250 ლარი) წინასწარი გადახდით.
კურსებზე ჩაწერის მსურველებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: photolife.ws@gmail.com ა.წ. 17 აპრილამდე. განაცხადში მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;
სწავლა დაიწყება ა.წ. 18 აპრილს.
სტუდიის მისამართია: ჭიათურის ქ. #17 (ხილიანზე, სუპერმარკეტ "იბისის" უკან).
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ემაილზე ან ტელეფონებზე: 364605, 891 143185
სასწავლო პროგრამაI კურსიპირველი სესია 1. ფოტოკამერის მექანიკური და ოპტიკური მოწყობილობა, ფოტოგადაღების რეჟიმები თანამედროვე კამერებში და მათი მიზნობრივი გამოყენება;
2. ექსპოზიციის და დინამიური დიაპაზონის რაობა, შუქის დოზირების მექანიზმები; ჰისტოგრამა, როგორც ექსპოზიციის შეფასებისა და კორექციის ინსტრუმენტი;
3. შუქი, როგორც გამომსახველობითი საშუალება, სახეები და მახასიათებლები, ფერის ტემპერატურა და მისი განსაზღვრა, ფერგადმოცემის თავისებურებები;
4. პრაქტიკული გადაღებები და შედეგების განხილვა-განზოგადება.
.
მეორე სესია: 1. სტუდიური შუქწყაროები, მათი სახეობები, მახასიათებლები და დანიშნულება;
2. მოცულობა და ფორმა, ფაქტურა და ფერი, რეფლექსი, ათინათები. განათების სქემები და კონსტრუქციის ორგანიზაციის ლოგიკა;
3. მოდელირების რაობა, ფორმის მოდელირება, გადასაღები ობიექტის ინდივიდუალური თავისებურებები და შუქის რეგულირება, კონტრასტი და ფერი, განწყობისა და ხასიათის შექმნის ზოგადი ტაქტიკა.
4. პრაქტიკული გადაღებები და შედეგების განხილვა-განზოგადება.
მესამე სესია:1. კომპოზიციის განსაზღვრა, ელემენტები, მთავარი და დაქვემდებარებული ობიექტების გამოყოფის ტაქტიკა და მეთოდოლოგია;
2. წრფივი და ტონალური პერსპექტივა, მოცულობის უზრუნველყოფა;
3. რითმი და დინამიკა, მოძრავი ობიექტების სტუდიური გადაღების თავისებურებები;
4. პრაქტიკული გადაღებები და შედეგების განხილვა-განზოგადება.
მეოთხე სესია:1. გადაღების ფაზის რაობა და მისი როლი მხატვრული სახის შექმნაში;
2. გადაღების წერტილი, სიმაღლე, მანძილი და კუთხე, რაკურსი;
3. ოპტიკის ფოკუსური და გადაღების მანძილის ურთიერთდამოკიდებულება; სიმკვეთრის სიღრმის რაობა;
4. პრაქტიკული გადაღებები და შედეგების ანალიზი;
II კურსიპირველი სესია:1. პორტრეტი - სახეები, სტუდიური პორტრეტის თავისებურებები, ხასიათის შექმნის კომპოზიციური ინსტრუმენტები; ფონის დანიშნულება პორტრეტში, ფონის ორგანიზაციის ლოგიკა;
2. მოდელთან მუშაობის ფსიქოლოგიური ასპექტები;
3. შუქჩრდილოვანი და კონტრასტული განათების სქემები პორტრეტში;
4. პრაქტიკული გადაღებები და შედეგების ანალიზი;
მეორე სესია:
1. აზრობრივი და გამომსახველობითი ცენტრის რაობა, პორტრეტის არქიტექტონიკა, მთავარი და დაქვემდებარებული ობიექტების გამოყოფის თავისებურებები;
2. ფერი, კონტრასტი, მოქმედება, ობიექტი – ურთიერთდამოკიდებულება და კონფლიქტები;
3. ტიპიზაციის ელემენტები კადრის დრამატურგიულ წყობაში;
4. პრაქტიკული გადაღებები და შედეგების განხილვა-განზოგადება.
[i]მესამე სესია:1. პორტრეტი პლანარზე (გარეთ); ბუნებრივი განათების შესწავლა;
2. კონტრასტული, ტონალური და კომბინირებული განათება პორტრეტში;
3. ბუნებრივი განათების ხელოვნური დამხმარე საშუალებებით მართვა პორტრეტში;
4. პრაქტიკული გადაღებები და შედეგების განხილვა-განზოგადება.
მეოთხე სესია:1. ოპტიმალური ვიზუალური კონტრასტი და კომპოზიცია;
2. ასოციაციური ლოგიკის დანიშნულება და მისი გადაწყვეტის კომპოზიცირი ინსტრუმენტები;
3. კომპოზიციური ელემენტების კორექტირება ფოტოშოპში, პრაქტიკული მაგალითების შესრულება.
4. მიღებული ფოტოების საბეჭდ და ვებ-ვერსიებისთვის მომზადება - რეტუში და ფერის კორექცია, კადრირება და რეზოლუცია, სიმკვეთრის რეგულირება. პრაქტიკული მაგალითები კონკრეტულ ნამუშევრებზე.
Photolife StudiioPhotolife StudioPhotolife Studio This post has been edited by dedofala on 1 Apr 2010, 15:00