Photolife Studio (photolife.ge) აცხადებს მსმენელთა მიღებას ფოტოგრაფიის შემსწავლელ კურსზე განახლებული პროგრამით. სწავლების მიზანია სტუდიური და გარე ფოტოგადაღებების თეორიული ასპექტების შესწავლა და პრაქტიკული განხორციელება.
მასტერკლასები გაიმართება უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ფოტოსტუდიაში, სწავლება სამთვიანია და შედგება თვეში 4 სესიისგან, ყოველ კვირა დღეს. თითოეული მასტერკლასის ხანგრძლივობა 4 საათია. მასტერკლასის პირველი ნაწილი ეთმობა თეორულ ლექციას, მეორე ნაწილში კი ხორციელდება თემატური პრაქტიკული გადაღებები. მასტერკლასი დაიწყება 13 საათზე და გაგრძელდება 17 საათამდე. გათვალისწინებულია 15-წუთიანი შესვენება ყავით/ჩაით. მასტერკლასებს გაუძღვება პედაგოგი კახა ფხაკაძე.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
კურსებზე ჩაწერის მსურველებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: photolife.ws@gmail.com ა.წ. 2 ოქტომბრამდე. განაცხადში მითითებული უნდა იყოს კურსის დასახელება, აპლიკანტის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;
ღია კარის დღე გაიმართება 2 ოქტომბერს Photolife Studio-ში. სწავლა დაიწყება ა.წ. 3 ოქტომბერს.
სწავლების მთლიანი კურსის ღირებულებაა 750 ლარი. საფასურის გადახდა წინასწარ.
სტუდიის მისამართია: ჭიათურის ქ. #17 (ხილიანზე, სუპერმარკეტ "იბისის" უკან).
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ემაილზე ან ტელეფონებზე: 364605, 891 143185
სასწავლო პროგრამა
I თვე
პირველი სესია
1. ფოტოგრაფია, როგორც ხელოვნების დარგი, ისტორია და განვითარება;
2. ფოტოკამერის სახეები, მექანიკური და ოპტიკური მოწყობილობა;
3. ფოტოგადაღების რეჟიმები თანამედროვე კამერებში და მათი მიზნობრივი გამოყენება;
4. პრაქტიკული სამუშაოები.
მეორე სესია
1. ექსპოზიციის და დინამიური დიაპაზონის რაობა;
2. შუქის დოზირების მექანიზმები და მათი გამოყენების პირობები;
3. ჰისტოგრამა, როგორც ექსპოზიციის შეფასებისა და კორექციის ინსტრუმენტი;
4. პრაქტიკული გადაღებები და შედეგების განხილვა-განზოგადება.
მესამე სესია
1. შუქი, როგორც გამომსახველობითი საშუალება, სახეები და მახასიათებლები;
2. ფერის ტემპერატურის რაობა, მისი განსაზღვრის მეთოდები, ფოტოგრაფიული ფერგადმოცემის თავისებურებები;
3. ბუნებრივი და ხელოვნური შუქწყაროების განხილვა;
4. პრაქტიკული სამუშაოები და შედეგების განხილვა-განზოგადება.
მეოთხე სესია
1. სტუდიური შუქწყაროები, მათი სახეობები, მახასიათებლები და დანიშნულება;
2. ფოტოკამერის ფლეშსანათის სახეები, დანიშნულება, მახასიათებლები და მართვა;
3. ამრეკლი მოწყობილობების სახეები, დანიშნულება და გამოყენების თავისებურებები
4. პრაქტიკული სამუშაოები.
II თვე
მეხუთე სესია
1. მოცულობა და ფორმა, ფაქტურა და ფერი, რეფლექსი, ათინათები; განათების კონსტრუირების ზოგადი პრინციპები და ლოგიკა;
2. შუქჩრდილოვანი და ტონალური განათების ზოგადი სქემების განხილვა;
3. მოდელირების რაობა, ფორმის მოდელირების ტაქტიკა;
4. პრაქტიკული გადაღებები და შედეგების განხილვა-განზოგადება.
მეექვსე სესია
1. გადასაღები ობიექტის ინდივიდუალური თავისებურებები და შუქის რეგულირება; კონტრასტი და ფერი, განწყობისა და ხასიათის შექმნის ზოგადი ტაქტიკა;
2. მოდელთან მუშაობის ზოგადი საკითხების განხილვა;
3. ვიზაჟის თავისებურებები ფოტოგრაფიაში;
4. პრაქტიკული გადაღებები და შედეგების ანალიზი.
მეშვიდე სესია
1. კომპოზიციის განსაზღვრა, ელემენტები;
2. ნათელი ხედვის ცნება, მთავარი და დაქვემდებარებული ობიექტების გამოყოფის საშუალებები ფოტოგრაფიაში;
3. წრფივი და ტონალური პერსპექტივა, მოცულობის უზრუნველყოფის საშუალებები;
4. პრაქტიკული სამუშაოები.
მერვე სესია
1. გადაღების წერტილი: სიმაღლე, მანძილი, კუთხე;
2. ოპტიკის ფოკუსური და გადაღების მანძილის ურთიერთდამოკიდებულება;
3. სიმკვეთრის სიღრმის რაობა, ჰიპერფოკალური მანძილი;
4. პრაქტიკული სამუშაოები.
III თვე
მეცხრე სესია
1. მოძრაობა და დინამიკა - გადაღების ფაზის რაობა და მისი როლი ფოტოგრაფიაში;
2. გაყოლით გადაღების რაობა’
3. რითმი და დინამიკა, მოძრავი ობიექტების სტუდიური გადაღების თავისებურებები;
4. პრაქტიკული გადაღებები და შედეგების განხილვა-განზოგადება.
მეათე სესია
1. აზრობრივი და გამომსახველობითი ცენტრის რაობა;
2. ფერი, კონტრასტი, მოქმედება – ურთიერთდამოკიდებულება და კონფლიქტები;
3. ტიპიზაციის ელემენტები კადრის დრამატურგიაში;
4. პრაქტიკული გადაღებები და შედეგების ანალიზი.
მეთერთმეტე სესია
1. პორტრეტი - სახეები, სტუდიური პორტრეტის თავისებურებები, ხასიათის შექმნის კომპოზიციური საშუალებები; ფონის დანიშნულება და ორგანიზაცია;
2. განათების სქემები პორტრეტში;
3. მოდის ფოტოგრაფიის თავისებურებები;
4. პრაქტიკული გადაღებები.
მეთორმეტე სესია
1. პორტრეტი პლენერზე, ბუნებრივი და კომბინირებული განათება;
2. ბუნებრივი განათების ხელოვნური და დამხმარე საშუალებებით მართვა;
3. ოპტიმალური ვიზუალური კონტრასტი და კომპოზიცია;
4. პრაქტიკული სამუშაოები.
This post has been edited by dedofala on 13 Sep 2010, 22:14