აპრილის თვიდან სტუდია “Photolife" ფოტომოყვარულებისათვის იწყებს ორ ეტაპიანი მასტერ-კლასების ჩატარებას, რომლის მიზანია სტუდიური ფოტოგადაღებების თეორიული ასპექტების შესწავლა და პრაქტიკული განხორციელება.
მასტერკლასები გაიმართება უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ფოტოსტუდიაში, თითოეული სასწავლო კურსი შედგება თვეში 4 სესიისგან, ყოველ კვირა (ან შაბათ) დღეს. სესიის ხანგძლივობა 3 საათია. სულ მონაწილეთა რაოდენობა განსაზღვრულია 10 პერსონით, 1 ჯგუფში. გადაღებებისას გათვალისწინებულია 15 წუთიანი შესვენება ყავით და გამაგრილებელი სასმელით. მასტერკლასებს გაუძღვება კახა ფხაკაძე. თითოეული კურსის ღირებულებაა 150 ლარი.
მასტერ-კლასებში მონაწილეობის მსურველს საშუალება აქვს აირჩიოს თავისთვის სასურველი კურსი:
I კურსის პროგრამა:
პირველი სესია:
1. სტუდიური შუქწყაროები, მათი სახეობები, მახასიათებლები და დანიშნულება;
2. შუქის სახეები და მათი მახასიათებლები, ფერის ტემპერატურა და ექსპოზიციის პარამეტრების განსაზღვრა;
3. მოცულობა და ფორმა, ფაქტურა და რეფლექსი, ათინათები. განათების სქემები და კონსტრუქციის ორგანიზაციის ლოგიკა.
4. სასინჯი გადაღებები და შედეგების განხილვა-განზოგადება.
მეორე სესია:
1. პორტრეტი, ნატურმორტი, საგნობრივი გადაღება, თავისებურებები;
2. პორტრეტის სახეობები, ფორმის მოდელირება, ფოტომოდელის ინდივიდუალური თავისებურებები და შუქის რეგულირება, კონტრასტი და ფერი, განწყობისა და ხასიათის შექმნის ზოგადი ტაქტიკა.
3. მოდელთან მუშაობის თავისებურებები, პილოტური შუქის დანიშნულება;
4. სასინჯი გადაღებები და შედეგების განხილვა-განზოგადება.
მესამე სესია:
1. კომპოზიციის ელემენტები, მთავარი და დაქვემდებარებული ობიექტების გამოყოფის ტაქტიკა და მეთოდოლოგია;
2. რითმი და დინამიკა, მოძრავი ობიექტების სტუდიური გადაღების თავისებურებები.
3. ფონის ორგანიზაციის ლოგიკა და შუქნაკადების მართვის ტაქტიკა;
4. სასინჯი გადაღებები და შედეგების განხილვა-განზოგადება.
მეოთხე სესია:
1. გადაღების ფაზის რაობა და მისი როლი მხატვრული სახის შექმნაში;
2. სახასიათო სახეების შექმნა – ამოცანის განსაზღვრა, პრიორიტეტების გამოკვეთა, მოდელის მიზნობრივი შერჩევა;
3. სასინჯი გადაღებები და შედეგების ანალიზი;
4. მიღებული ფოტოების საბეჭდ და ვებ-ვერსიებისთვის მომზადება - რეტუში და ფერის კორექცია, კადრირება და რეზოლუცია, სიმკვეთრის რეგულირება. პრაქტიკული მაგალითები კონკრეტულ ნამუშევრებზე.
II კურსის პროგრამა:
პირველი სესია:
1. კომპოზიციის, როგორც კატეგორიის განსაზღვრა, ისტორიული ეტაპები და დღევანდელობა;
2. დანიშნულება და ფოტოგრაფიაში მისი როლისა და თავისებურებების განზოგადება;
3. პერსპექტივა – რაობა და სახეები, ნიშნები და შემადგენლობა, წრფივი და ტონალური პერსპექტივის დამოკიდებულება ოპტიკური სისტემების მახსსიათებლებთან, პერსპექტივის ხელოვნურად შექმნის ინსტრუმენტები და მეთოდები;
4. სასინჯი გადაღებები და შედეგების განხილვა-განზოგადება, საშინაო დავალებების მიღება.
მეორე სესია:
1. შესრულებული საშინაო დავალებების განხილვა და განზოგადება;
2. აზრობრივი და გამომსახველობითი ცენტრის რაობა, კადრის არქიტექტონიკა, მთავარი და დაქვემდებარებული ობიექტების გამოყოფის თავისებურებები ფოტოგრაფიაში.
3. ფერი, კონტრასტი, მოქმედება, ობიექტი – ურთიერთდამოკიდებულება და კონფლიქტები;
4. სასინჯი გადაღებები და შედეგების განხილვა-განზოგადება, საშინაო დავალების მიღება.
მესამე სესია:
1. შესრულებული საშინაო დავალებების განხილვა და განზოგადება;
2. გადაღების წერტილის პარამეტრები, მისი შერჩევის მოტივაციის განსაზღვა და ამოცანასთან შეჯერება.
3. პლანური გაწყობის ძირითადი დებულებები და გამოყენების თავისებურებები;
4. სასინჯი გადაღებები და შედეგების განხილვა-განზოგადება, საშინაო დავალებების მიღება.
მეოთხე სესია:
1. ოპტიმალური ვიზუალური კონტრასტი და კომპოზიცია;
2. ასოციაციური ლოგიკის დანიშნულება და მისი გადაწყვეტის კომპოზიცირი ინსტრუმენტები;
3. რაკურსი, როგორც მხატვრული ინსტრუმენტი – რაობა და გამოყენების მოტივაცია, ლოგიკა;
4. კომპოზიციური ელემენტების კორექტირება ფოტოშოპში, პრაქტიკული მაგალითების შესრულება.
მსურველებმა განაცხადი უნდა გააკეთონ ელ-ფოსტის საშუალებით photolife.ws@gmail.com, სადაც მიუთითებთ თქვენს სახელს და გვარს, საკონტაქტო ტელეფონის ნომრებს და თქვენთვის სასურველ კურსს.
სტუდიის მისამართია ჭიათურის 17 (ტელევიზიის უკან, ხილიანის ქუჩის დასაწყისში)
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ საიტ www.photolife.ws -ის ფორუმის შესაბამის თემაში:
http://www.photolife.ws/forum/index.php?sh...t=0entry12163