mushuspl
მე რომ ვყიდულობდე, მაინც ნახევრად პროფესიონალურს ვიყიდიდი, ,,გაზრდის მიზნით". სურათების გადაღებას რომ დაიწყებ, მიეჩვევი კარგი ხარისხის ფოტოებს და ჩემი გამოცდილებით, სულ უფრო მეტი და უკეთესი სურათების გადაღება მოგინდება. თინეიჯერობისას, ჩვეულებრივი(არაპროფესიონალური) კამერებიც მქონდა და ნერვების მომშლელია, კომპ-ში რომ გადაიტან სურათებს ისეთი ხარისხის არ არის. შეიძლება ეწეროს დიდი ზუმი, მაგრამ ნახევრად-პროფესიულთან ახლოსაც ვერ მივა. პიქსელების რაოდენობას ნუ მიენდობით

უმრავლეს შემთხვევაში, გასაყიდი ხრიკია.
nikon d3100 და canon 1100D ნახევრად-პროფესიონალური კამერებია. უფრო მეტი შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ ე.წ. ,,მილნიცებს". ნახევრად-პროფესიონალური კამერები: უმრავლეს შემთხვევაში, უკეთესი ხარისხის ფოტოებს იღებს, უფრო კარგი/სერიოზული დიზაინისაა და რათქმაუნდა, გადაღებისთვის უფრო მეტ შესაძლებლობებს გთავაზობთ.
ერთადერთი, ნახევრად- პროფესიონალურებს ერთი მინუსი აქვთ- წონა, უფრო მძიმეა, ვიდრე ჩვეულებრივი ფოტო-კამერები. გადაწყვეტილება იმის მიხედვით, უნდა მიიღოთ, რა უფრო პრიორიტეტულია წონა თუ ფოტოების ხარისხი.
მე, ნიკონ d3100-ს ვიყიდიდი, ნიკონისტი ვარ

ქენონ 1100D-საც არაუშავს.