SX20 IS სჯობია ორივეს (SX30 და P100)

შენ თუ იმენნა FULL HD გინდა და SLOWMOTION-ები და 10 კადრი წამში, მაშინ P100 უნდა აიღო, მაგრამ როგორც აპარატი SX20 სჯობია ბევრად

HD ფორმატიც ნორმალურია, ციფრულ ტელევიზორში თუ უყურებ, რეალურად სხვაობას ვერ დაინახავ FULL HD-ს (1920X1080) და HD-ს (1440X720) შორის ...
ჯერ მარტო მაგის ეკრანის 270 გრადუსით ტრანსფორმირება რად ღირს

პლიუს მაგას P100 რომ გიჭირავს ხელში, ზუმის გარეშეც კი ძნელი დასაფიქსირებელია კადრი, იმდენად მძიმე ლინზა აქვს კორპუსთან შედარებით, შტატივის გარეშე გაგიჭირდება მუშაობა, SX20 კი შეგიძლია ცალი ხელით გეჭიროს და 20X ზუმზე გადაიღო ისე რომ ხელიც არ აგიკანკალდება

ბევრად მაღალი კლასის აპარატია SX20
SX30-ს რაც შეეხება, ვიცი რომ PITA777 არ დამეთანხმება, მაგრამ ბევრად გამოცდილი ფოტოგრაფებიც კი აღიარებენ რომ SX30 არის მარკეტინგული მოდელი და არა რეალურად SX20-ის გაუმჯობესებული ვარიანტი

ხელში რომ დავიჭირე ორივე კამერა, მაშინვე მივხვდი განსხვავებას, SX20 უფრო მძიმეა მიუხედავად იმისა რომ მთელი 15X-ით ნაკლები ზუმი აქვს და ზომებშიც ბევრად პატარაა ვიდრე SX30
დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ

მე კი SX20-ისთვის ვაგროვებ ფულს

პ.ს. შენც გირჩევ რომ წახვიდე კიდობანში და ერთად ნახო ყველა აპარატი და შეადარო, ინტერნეტში წაკითხული და საკუთარი თვალით ნანახი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან
This post has been edited by PAINKILLER on 15 Jan 2011, 11:07