Canon-სა და Nikon-ს შორის არჩევანისას პირველ რიგში გასათვალისწინებელია რისთვის გჭირდება აპარატი:
Nikon-ს აქვს უფრო "жесткая" ოპტიკა - ანუ კადრში აისახება ზუსტად ის რაც რეალობაშია.
Canon-ს, ოპტიკა აქვს "мягкорисующая" - ის გამოსახულებას არბილებს.
აქ ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ ამათი ოპტიკა ერთმანეთზე არ მიდის და თუ სიტყვაზე აპარატად (ფუნქციებით) Canon გირჩევნია, მაგრამ ოპტიკა Nikon-ის უფრო მოგწონს - ვერაფერს ვერ იზამ...

შესაბამისად, თუ ხარ მაგალითად რეპორტიორი ან სტუდიაში მომუშავე ფოტოგრაფი - ალბათ Nikon ჯობია.
მაგრამ, ჩემნაირი მოყვარული/ნახევრადპროფესიონალისთვის მაინც Canon-ს ვარჩევ და აი რატომ:
მაგალითად, ”სახლის პირობებში” (ანუ სპეცგანათების და გრიმის გარეშე) იღებ პორტრეტს. ადამიანს სახეზე აქვს მაგ. პატარა პრიშჩიკი

Nikon-ის "жесткая" ოპტიკა ამ პრიშჩიკს ერთი-ერთზე გამოაჩენს კადრში, ხოლო Canon-ს "мягкорисующая" ოპტიკა - ამ პრიშჩიკს смажет, და ის კადრში არ გამოჩნდება.
ნუ, ეს ერთ-ერთი (შეიძლება არც თუ ისე კარგი) მაგალითია...
მოკლედ, ზემოთქმულიდან და იქედან გამომდინარე, რისთვის მჭირდება ფოტოაპარატი, მე პირადად Canon ავირჩიე...
თუ დავანებებთ თავს 7000 - 8000 $ ღირებულების პროფესიონალურ აპარატებს (რომელიც საქართველოში რეალურად 10-20 ადამიანს სჭირდება) და ვისაუბრებთ ჩემნაირ მოყვარულ/ნახევრადპროფესიონალებზე (რომლებიც გაცილებით მეტია) და მათთვის განკუთვნილ კამერებზე (1000 ლარის ფარგლებში), გაგიზიარებთ ბოლო 1 კვირის მანძილზე ჩემს მიერ ჩატარებული "კვლევის" შედეგებს...
მოკლედ, დაახლოებით 1 კვირის წინ ჩემმა მეგობარმა იყიდა SONY H50 და მეც აავარდი მაგ კლასის კამერის ყიდვაზე

ალტერნატივები იყო შემდეგი:
1. SONY H50 - 750 ლარი
2. NIKON P80 - 950 ლარი
3. CANON SX10 - 850 ლარი
4. Panasonic FZ28 - ფასი არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით ეგივე ფარგლებშია
(Panasonic FZ50 არ განიხილებოდა, რადგანაც მაგას ფოკუსური მანძილი ეწყება 35-დან, ხოლო ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს ფართოკუთხოვან ობიექტივს მინ. 28-დან).
დასვნები:
1. SONY - ჩამოთვლილებიდან ყველაზე "სუსტი" კამერაა: 9 მეგაპიქსელი (დანარჩენებს აქთ 10); ზუმი: 31-465; შიდა მეხსიერება 15 მბ. სამაგიეროდ აქვს ყველაზე დიდი ეკრანი (3") და ყველაზე "ნავაროჩენი" ფუნქციები, მაგ. ავტომატური გადაღება გაღიმებისას

, სლაიდშოუ, სურათების დალაგება პერსონაჟების მიხედვით და ა.შ. ნუ, მე პირადად ეგ ფუნქციები ნაკლებად მაწუხებს...
2. NIKON - ძალიან კარგი კამერა: 10 მეგაპიქსელი; ზუმი: 27-486; ეკრანი 2.7"; შიდა მეხსიერება 50 მბ. ფუნქციები თითქმის ეგივე აქვს, რაც CANON-ს, და რაღაცეებში უკეთესიც (მაგ. მაქსიმალური ISO 6400, CANON-ს - ISO 1600.
3. CANON - 10 მეგაპიქსელი; ზუმი: 28-560; ეკრანი 2.5"; შიდა მეხსიერება არა აქვს.
4. Panasonic - 10 მეგაპიქსელი; ზუმი: 27-486; ეკრანი 2.7"; ISO 6400; შიდა მეხსიერება 50 მბ.
Panasonic არჩევანიდან ეგრევე გამოვრიცხე - არ ვიცი, მართალია თუ არა, მაგრამ რუსულ ფორუმებზე წავიკითხე, რომ ამ ფირმის კამერებს აქვს ყველაზე მაღალი "ციფრული ხმაური".
SONY-ზე უკვე დავწერე - 1 მეგაპიქსელით ნაკლები (თუმცა მაგას ალბათ დიდი მნიშვნელობა არა აქვს) და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშნელოვანია - არ თუ ისე ფართო კუთხე.
საბოლოო ჯამში არჩევანი ისევ NIKON-სა და CANON-ს შორის დადგა.
ერთის მხრივ, NIKON-ს აქვს შიდა მეხსიერება, ცოტათი უფრო დიდი ეკრანი და გაცილებით დიდი ISO.
მეორე მხრივ, CANON-ს აქვს უფრო დიდი ზუმი და ზემოდხსენებული "мягкорисующая" ოპტიკა.
ბოლოს CANON ავირჩიე (და გუშინ ვიყიდე კიდევაც), და აი რატომ:
1. მეხსიერების სწრაფი ბარათების (SDHC) პირობებში, შიდა მეხსიერებას დიდი მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს;
2. მე პირადად ეკრანის ხმარებას, "გახედვა" მირჩევნია;
3. დიდი ISO შესაბამისად დიდ "ციფრულ ხმაურს" იწვევს;
4. დიდი ზუმი მაინცდამაინც არ მჭირდება, მაგრამ "ეგდოს"

- სასიამოვნოა;
5. როგორც ზემოდ ავღნიშნე, "სახლის პირობებში", "мягкорисующая" ოპტიკა ჯობია.
გარდა ამისა, CANON უფრო "მაღალია" და შესაბამისად ხელში უკეთესად ზის. NIKON (და სხვათაშორის SONY-ც) ცალი ხელით როცა გიჭირავს, 2 თითი ჰაერში გრჩება...
აი ეგეთი მოსაზრებები მაქვს ამ თემაზე...