z125თავს რას ეძახი? კონკრეტულად ბოლჰედს და მას ზემოთ რაც არის თუ იმ ნაწილს რაც კამერაზე მაგრდება?
პრინციპში მანდ ყველაფერი რკინის და საკმაოდ სოლიდური აქვს.
პლასტმასის არის მუხლები, მაგრამ არამგონია მარტვად გატყდეს. ფეხები ალუმინია, საკმაოდ სქელი.
ერთადერთი მინუსი, თუ შეიძლება ეს მინუსებში გავატაროთ, არის ის რომ ფეხების ჩაშვება და აკეცვა ცოტა მეტ დროს მოითხოვს ვიდრე უფრო იაფიანებში.
ანუ ხრახნივით უნდა მოუშვა, დოლიკას კიდე უფრო მარტივი საკეტები აქვს, მაგრამ ჩემი უფრო საიმედოა, თუ მოუჭერ ადვილად ვერაფერი გახსნის.
უწერია რომ 8 კილომდე სიმძიმეს უძლებს, თუმცა ბოლომდე რომ გავშალე, ორივე ხელით და ტანით დავაწექი და ოდნავაც არ გაშლილა, არც რამე დატყობია (არადა 75 კილო ვარ)
კიდე ერთი მომენტია ის რომ ფეხები მხოლოდ ცალ მხარეს იკეტება, ანუ თუ მაგალითად პირველ ბიჯზე ჩაკეტავ, გაშლით არ გაიშლება მაგრამ დაკეცვით თავისით იკეცება, ხელში აღების შემთხვევაში, ანუ ორმხრივად არ იკეტება რა.
ეს არ ვიცი სხვებს როგორ აქვს.
ჰორიზონტალურად საკმაოდ ადვილად ტრიალებს თუ შესაბამის ხრახნს მოუშვებ

ასევე მე რაც მომეწონა არის ის რომ გრადუსები აწერია, პანორამისთვის ძაან კაია.
თვითონ ბოლჰედი მუშაობს იდეალურად. კარგად და მყარად იკეტება, ტრიალითაც ადვილად მოძრაობს.
იტოგში რავი მაგ ფასიან შტატივს მაგაზე მეტი თუ მოსთხოვე უკვე ძაან ნაგლი უნდა იყო რა

მაშინ როცა ზოგიერთი შტატივი პროფები რასაც იყენებენ ასობით დოლარი ღირს, იასნია იდეალური ეს ვერ იქნება. თავის ფასს ნამდვილად ამართლებს.
ეგ დოლიკაც კარგი უნდა იყოს, მე როცა ვარჩევდი ზუსტად მაგ მოდელს და ჩემს მოდელს შორის მქონდა არჩევანი, რატომღაც რაველი ვარჩიე. არც მახსოვს ზუსტად რატომ

უფრო ვიზუალური ფაქტორი იყო და რამდენიმე კომენტარი.
ბოლჰედი თუ ეცვლება არ ვიცი, შევამოწმო უნდა

ასევე მოყვა პატარა საყვარელი შტაივუკა და ზაპასი ნაწილი რომელიც კამერაზე მაგრდება, ან კიდე ორ კამერაზე თუ გინდა გამოყენება, პრობლემა რომ არ გქონდეს.
ასევე ორივე შტატივს მოყვა საკმაოდ კარგი ხარისხის და ვიზუალის ჩანთები.