rati nwt1. Manual Mode - უნდა ჰქონდეს სმარტფონს
2. ISO, Shutter Speed
1) ISO დახმარებით ვარეგულირებთ შუქს, რაც უფრო დაბალია ISO უფრო "ბნელა" და შესაბამისად, მზიან ამინდში და ძალზე განათებულ ადგილას გამოიყენება ძირითადად, ISO დამოკიდებულია ძირითადად მობილურზე, მაგალითად ელჯის მაღალი კლასის სმარტფონებზე 3200 ია ISO. (რაც მაღალია მით უკეთესი, ღამით უკეთესი ფოტოების გადაღების შესაძლებლობას გაძლევს)
2) Shutter Speed - გადაღების სისწრაფე, მობილურს გააჩნია, მაგალითად სამსუნგის მოდელებს ძირითადად 1/24000 დან 10 წამამდე აქვთ გადაღების სისწრაფე, მაგალითად ელჯის მობილურებს 1/24000 დან 30 წამამდე. Shutter Speed იც შუქის დასარეგულირებლად გამოიყენება ასე რომ ვთქვათ, მაგალითად თუ დავაყენებთ 10 წამზე და გადაღებას მივცემთ, მობილური 10 წამის განმავლობაში იღებს 1 ფოტოს, ეს იმიტომ რომ ყველაფერი კარგად დაინახოს კამერამ და მეტი შუქი "შეიწოვოს", დაახლოებით 1 წამიდან 10 წამამდე(გააჩნია მობილურს, ელჯის შემთხვევაში 1 დან 30 მდე) დროის დაყენება უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება ღამით, დღისით დაყენებას აზრი არ აქვს თავად რომ ცადოთ ნახავთ, სულ ყველაფერს გაათეთრებს და აზრი არ აქვს, 1 წამიდან ქვემოთ დღისით, როცა რაღაც მკვეთრად ანათებს და არ ჩანს კამერაში ძლიერი შუქის გამო ესა თუ ის საგანო. ISO და Shutter Speed-ს ერთმანეთის შესაბამისად ვაყენებთ უმეტეს შემთხვევებში
3. Manual Focus - როცა რაიმე კონკრეტულზე გვინდა ფოკუსირება Auto Focus-ის მაგივრად ჯობს გამოვიყენოთ Manual Focus
4. White Balance - ამის დახმარებით გემოვნებისამებრ ვარეგულირებთ ფერებს
ეს კი ჩემი გადაღებული ფოტო მაგალითისთვის.
ISO დაყენებულია 50 ზე, ხოლო Shutter Speed თუ სწორად მახსოვს 10 წამზე, მობილური: Galaxy S6 Edge Plus