ევროკავშირის პროექტი: ”ყურადღება, გაიღიმეთ! აღმოსავლეთ პარტნიორობის საოჯახო ალბომი” ფოტოხელოვნების განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (ბელარუსი, უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა_ ფოტოგრაფებს შორის თანამშრომლობის გამტკიცება, ხარისხის გაუმჯობესებისკენ სწრაფვა, ამ ქვეყნების ფოტოგრაფთა ნამუშევრების ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდა - ასეთია ევროკავშირის ახალი პროექტის ”ყურადღება, გაიღიმეთ!” (SAY CHEESE!) ამოცანები. 24-25 იანვარს რაუბიჩში (ბელარუსი) პროექტის პარტნიორებმა: 5 ქვეყნის ფოტოგრაფთა ასოციაციებმა და გამომცემლობებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შეთანხმებას და ერთობლივი მუშაობის დეტალები განიხილეს.
მომავალი ორწლინახევრის განმავლობაში პროექტის ფარგლებში თითოეულ მონაწილე ქვეყანაში გაიმართება მრგვალი მაგიდები, კონფერენციები, სემინარები, ბიზნეს-ფორუმები, ფოტოკონკურსები, გამოფენები და ფოტოპლენერები, შეიქმნება ერთიანი ვირტუალური ფოტოსკოლა, ასევე გამოიცემა ”აღმოსავლეთ პარტნიორობის საოჯახო ფოტოალბომი”, რომელშიც ბელარუსის, უკრაინის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის ფოტოგრაფთა საუკეთესო ნამუშევრები შევა. 2013 წლის მარტში მინსკში (ბელარუსი) ჩატარდება საერთაშორისო პრესკონფერენცია ”აღმოსავლეთ პატნიორობის თემატური ფოტოგრაფიის განვითარების პერსპექტივები”, სადაც მრგვალი მაგიდის ფორმატში განიხილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ფოტოგრაფიის განვითარების პრობლემები, ფოტოგრაფთა ეროვნულ ასოციაციებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები და სხვა აქტუალური საკითხები. თუმცა, პროექტის მთავარი შედეგი 6 ქვეყნის ფოტოგრაფთა შორის შემოქმედებითი კონტაქტების აღდგენა იქნება.
პროექტის ფარგლებში პირველ ღონისძიებად დაგეგმილია მასშტაბური ანკეტირება, რომლითაც შეფასდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ფოტოგრაფიის განვითარების მდგომარეობა.
პროექტი: ”ყურადღება, გაიღიმეთ! აღმოსავლეთ პარტნიორობის საოჯახო ალბომი, შესაძლებლობების გაძლიერება, პარტნიორული კავშირების დამყარება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თემატური ფოტოგრაფიის განვითარება” ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ”კულტურა” მიერ, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტი გათვლილი 30 თვეზე, მისი ბიუჯეტი შეადგენს 622700 ევროს. პროექტის პარტნიორები არიან: ფონდი ”ინტერაქცია” (ინიციატორი და წამყვანი პარტნიორი, ბელარუსი), ბელარუსის საზოგადოებრივი გაერთიანება ”ფოტოისკუსტვო”, კომპანია ”რიფტური” (ბელარუსი), ”სომეხ ფოტოგრაფთა ეროვნული ასოციაცია”, ”საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია”, კომპანია ”ბესტსელერი” (საქართველო), მოლდოვის ფოტოხელოვანთა კავშირი, უკრაინის ფოტოხელოვანთა ეროვნული კავშირი, აზერბაიჯანის ფოტოგრაფთა კავშირი (ასოცირებული პარტნიორი)
* * *
პრეს-რელიზი
ევროკავშირის პროექტი ”ყურდღება, გაიღიმეთ” იწვევს ყველა ფოტოგრაფს ონლაინ-გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებადПроект Евросоюза «Внимание, улыбочку!» приглашает всех фотографов принять участие в онлайн-анкетировании
იცნობენ ბელარუსის, სომხეთის, საქართველოს, მოლდოვის, აზერბაიჯანის, უკრაინის ფოტოგრაფები ერთმანეთის ნამუშევრებს? როგორ იქცევიან ფოტოგრაფები მათი საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევაში? ფოტოგრაფიის განვითრებასთან დაკავშირებული რა თემებია არასაკმარისად გაშუქებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ფოტოსაზოგადოებაში? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად ევროკავშირის ახალი პროექტი ”ყურადღება, გაიღიმეთ!” უშვებს ონლაინ-ანკეტირებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში.
გამოკითხვის მთავარი მიზანია, გაანალიზდეს ფოტოგრაფიის განვითარების მდგომარეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, გამოვლინდეს ის საკითხები, რაც აწუხებთ ფოტომოყვარულებსა და ფოტოგრაფებს; შეფასდეს, რა მოთხოვნებია ფოტოგრაფიული განათლების სფეროში, ასევე გაირკვეს, სურთ თუ არა ფოტოგრაფებს შემომედებითი ურთიერთობების აღდგენა თავინთ კოლეგებთან ამოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.
ანკეტირების შედეგები პარტნიორებს დაეხმარება, ბელარუსი, სომეხი, უკრაინელი, ქართველი, აზერბაიჯანელი, მოლდოველი ფოტოგრაფების მოთხოვნებიდან გამომდინარე, უკეთ დაგეგმონ პროექტის ღონისძიებები - მრგვალი მაგიდები, სემინარები, ერთიანი ონლაინ ფოტოსკოლა, ბიზნეს-ფორუმები, ფოტოკონკურსები, პლენერები.
თუკი თქვენთვის მნიშვნელოვანი თემაა ფოტოგრაფიის განვითარება თქვენს ქვეყანაში და გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ უკრაინაში, საქართველოში, სომხეთში, ბელარუსში, მოლდოვასა და ზერბაიჯანში დაგეგმილ პროექტის ღონისძიებებში, გიწვევთ ანკეტირებაში მონაწილეობის მისაღებად, ანკეტების შევსება შესაძლებელია 2013 წლის 28 თებერვლამდე შემდეგ ბმულებზე:
ანკეტა რუსულ ენაზე:
https://www.surveymonkey.com/s/VV35L2P ანკეტა ქართულ ენაზე:
https://www.surveymonkey.com/s/V72W6W5 პროექტი ”ყურადღება გაიღიმეთ!” აღმოსავლეთ პარტნიორობის საოჯახო ალბომი. შესაძლებლობების გაძლიერება, პრტნიორული კავშირების შექმნა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში თემატური ფოტოგრაფიის განვითარება” ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ”კულტურა” მიერ. პროექტის განხრძლივობაა 30 თვე. მისი ბიუჯეტი შეადგენს 622700 ევროს. პროექტის პარტნიორები არიან: ფონდი ”ინტერაქცია” (ინიციატორი და წამყვანი პარტნიორი, ბელორუსია), ბელორუსიის საზოგადოებრივი გაერთიანება ”ფოტოისკუსტვო”, კომპანია ”რიფტური” (ბელორუსია), ”სომეხ ფოტოგრაფთა ეროვნული ასოციაცია”, ”საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია”, კომპანია ”ბესტსელერი” (საქართველო), მოლდოვის ფოტოხელოვანთა კავშირი, უკრაინის ფოტოხელოვანთა ეროვნული კავშირი, აზერბაიჯანის ფოტოგრაფთა კავშირი (ასოცირებული პარტნიორი)
პროექტი Facebook-ზე:
http://www.facebook.com/ThematicEasternPar...shipPhotographyპროექტი ასოციაციის Facebook გვერდზე -
http://www.facebook.com/apggeo This post has been edited by dedofala on 4 Feb 2013, 17:38