სულ შემთხვევით, როცა ვალაგებდი ნივთებს სრულიად შემთხვევით წავაწყდი ფოტოაპარატის ჩიპს რომელზეც ჩემთვის ძაან მნიშვნელოვანი სურათები მაქვს გადაღებული და იმის გამო რომ გაფუჭებულია ვერ ვნახე სურათები ვერასდროს

. ძალიან ძველი ჩიპია 2005ში მქონდა, FUJIFILM-ის xD-Pictura Card 64 MBიანი

.
ზუსტად არ ვიცი რამ გააფუჭა, დღისით გადავიღე სურათები ჩვეულებრივად, საღამოს მერე დისკოთეკაზე წავედით და შუაღამემდე შარვლის უკანა ჯიბეში მედო აპარატი (ანუ საკმაოდ იჯაყჯაყა), შემდეგ აეროპორტში წავედით და ჯიბიდან არ ამომიღია ისე გავიარე მეტალო დეტექტორში. საქართველოში ჩამოფრენისას როცა სურათების დათვალიერება ვცადე, ვერ წაიკითხა აპარატმა ჩიპი. აპარატი მუშაობდა ჯიგრულად.
რამოდენიმე ფოტო ცენტრში მივიტანე ქუთაისში მაგრამ ვერსად ვერაფერი მოუხერხეს, თბილისში არ მიცდია არავისთან მიტანა მითუმეტეს რო გადავიწყებულიც კი მქონდა მისი არსებობა. იქნებ ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა ან უბრალოდ იცით თუ შეიძლება როგორმე სურათების "ამოგლეჯვა" ჩიპიდან?
ეხლა რო შემხვდა საშინლად მომინდა იმ სურათების დათვალიერება