წამო, ჩვენს ბაღში გავიაროთ,
ფოთლებში ავურიოთ ნაბიჯები...
წამო, ბილიკები დავიაროთ,
თორემ ამ ოთახში გავგიჟდები...
წამო, თვალები დაგილოცო,
გული ამოვიღო საგულედან...
წამო თითები დაგიკოცნო,
რაღაც გიჩურჩულო საყურესთან...
წამო, ჩვენს ბაღში გავიაროთ,
ფოთლებში გადავმალოთ ნაბიჯები...
ჩვენი ბილიკები დავიაროთ,
თორემ უშენობით გავგიჟდები!!!!
… Но звезды ради людей не падают.
ninois.blogspot.com
Даже рак не совсем плохой парень просто Он тоже хочет жить.
https://www.facebook.com/ninoi877